ბიზნეს კვლევების ცენტრი

ბიზნეს კვლევების ცენტრი

GAU-ს ბიზნესის სკოლის ბიზნეს კვლევების ცენტრი აწარმოებს სამეცნიერო კვლევებს ბიზნესის ადმინისტრირების ყველა მიმართულებით. სახელდობრ: რაოდენობრივ და საერთაშორისო ფინანსების დარგში, პორტფელურ და უცხოურ პირდაპირ ინვესტიციების განხრით, აგრეთვე მენეჯმენტისა და მარკეტინგის სფეროებში. ამ საკითხების საკვლევად ხშირად გამოიყენება ბიზნესის მოდელირების სტოქასტური მეთოდები და ფაზი (fuzzy - არამკაფიო) სიმრავლეებისა და ფაზი ლოგიკის მიდგომები. ცალკე მიმართულებას წარმოადგენს საფონდო ბირჟებთან დაკავშირებული საკითხების კვლევა.

ცენტრის მიერ მოპოვებული სამეცნიერო მასალა აქტიურად გამოიყენება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში. კერძოდ: ცენტრში დაცული მასალების საფუძველზე მზადდება ბიზნესის სკოლის სტუდენტთა სამაგისტრო, საკურსო ნაშრომები და დისერტაციები.

ცენტრის ბაზებზე, ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა ხელმძღვანელობით, პრაქტიკას გადიან ბიზნესის სკოლის სტუდენტები. მათი მუშაობის შედეგები განიხილება საუნივერსიტეტო კონფერენციებზე.

ცენტრი პერიოდულად ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს და სემინარებს, სადაც მოწვეულ მეცნიერებთან ერთად ინსტიტუტის თანამშრომლები წარმოადგენენ საკუთარ კვლევებს.

ცენტრი სისტემატურად აქვეყნებს ჩატარებული კვლევების შედეგებს როგორც იმპაქტ-ფაქტორიან საერთაშორისო ჟურნალებში, აგრეთვე ქართულ სამეცნიერო პერიოდიკაში.

გაეცანით ბიზნეს კვლევების ცენტრის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს.


თეიმურაზ ტორონჯაძე

თეიმურაზ ტორონჯაძე

ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორი

ბიზნესის სკოლა
temuritoronjadze@gau.ge

თეიმურაზ ტორონჯაძე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და ბიზნესის სკოლის დეკანია. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი და ვ. სტეკლოვის მათემატი...

თეიმურაზ ტორონჯაძე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და ბიზნესის სკოლის დეკანია. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი და ვ. სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა ქ. მოსკოვში.  იგი არის თსუ-ს ფიზ-მათ მეცნიერებათა კანდიდატი, ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ფიზ- მათ მეცნიერებათა დოქტორი.

კვალიფიკაცია:

ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა: სტოქასტური ანალიზი, სემიმარტინგალების პარამეტრების შეფასების ასიმპტოტური თეორია. რეკურენტული შეფასებები. რობასტული სტატისტიკა, გამოყენებითი სტატისტიკა.

ფინანსთა თეორია და სადაზღვევო საქმე: ფინანსური მათემატიკა: წარმოებული ფასიანი ქაღალდების არბიტრაჟული ფასდადების თეორია, ინვესტიციების თეორია, ფინანსური ინჟინერია, საბანკო საქმე და რისკის თეორია.

აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება:

მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი, ალბათობის თეორიის და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა,  ალბათობის თეორიისა და სტატისტიკის კურსები, მოწვეული ლექტორი, თსუ;

გამოყენებითი მათემატიკის კათედრა, ფინანსური მოდელირების, რისკის თეორიის, წარმოებული ფასიანი ქაღალდების და სხვა კურსები, მოწვეული ლექტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

გამოყენებითი მათემატიკის კათედრა, კათედრის გამგე, ფინანსური მოდელირების, რისკის თეორიის, წარმოებული ფასიანი ქაღალდების და სხვა კურსები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

სტატისტიკა, გამოყენებითი მათემატიკა, ფინანსური მათემატიკა, ინვესტიციების თეორია, კორპორაციების ფინანსები, რისკების მართვა, წარმოებული ფასიანი ქაღალდების ბაზრები და სხვა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნესის სკოლა,   პროფესორი.

აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება კვლევით ინსტიტუტებში:

ეკონომიკის ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი;

ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, წამყვანი მეცნიერ მუშაკი;

ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, განყოფილების გამგე;

ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;

თემურ ტორონჯაძე არის მრავალი სპეცკურსისა და პროექტის ავტორი მათემატიკის სფეროში, სხვადასხვა წლებში არაერთგზის აქვს მიღებული სოროსის ფონდის, ევრაზიის ფონდისა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტები. მიღებული აქვს მონაწილეობა სიმპოზიუმებში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. არის მრავალი სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა