პროექტები

კვლევა

პროექტები

ცხოვრება რკინიგზის პირას: დასავლეთ საქართველოს საბჭოთა ინდუსტრიული ქალაქების მეხსიერება და დღევანდელობა

ცხოვრება რკინიგზის პირას: დასავლეთ საქართველოს საბჭოთა ინდუსტრიული ქალაქების მეხსიერება და დღევანდელობა

პროექტის განმახორციელებელი: ინტერკულტურული დიალოგის ფორუმი, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა, კონსტიტუციონალიზმისა და დემოკრატიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

პროექტის ტიპი: საგანმანათლებლო და კვლევითი

პროექტის განხორციელების თარიღი: 2021

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: როზა ლუქსემბურგის ფონდი

პროექტის აღწერა:

პროექტი მიზნად ისახავს:

1. ჭიათურისა და ზესტაფონის მაგალითზე იკვლიოს საბჭოთა ინდუსტრიული ქალაქების წარსული და მათი დღევანდელი პოსტსაბჭოთა ყოფა, მათ შორის დეინდუსტრიალიზაციის შედეგები და ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ურბანული გამოცდილება.

2. ხელი შეუწყოს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში კრიტიკული სოციალური კვლევებისა და ურბანული ანთროპოლოგიის მიმართულების განვითარებას.

პროექტი განხორციელდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე, პროექტის დასაწყისში შედგება მკითხველთა ჯგუფი (სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მოქმედი სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომელთაც აინტერესებთ კრიტიკული სოციალური კვლევები, პოსტსაბჭოთა კვლევები, ურბანული ანთროპლოგია და უთანასწორობის კვლევები), რომელსაც უხელმძღვანელებენ პროექტის აკადემიური ლიდერები. მკითხველთა ჯგუფი იმუშავებს ორ თემატიკაზე: კრიტიკული სოციალური კვლევები და ურბანული ანთროპოლოგია. ჯგუფის მონაწილეები ორი თვის მანძილზე (აპრილისა და მაისის თვეში) წაიკითხავენ და გაარჩევენ მნიშვნელოვან ტექსტებს კრიტიკული სოციალური კვლევებისა და ურბანული ანთროპოლოგიის მიმართულებით.

პროექტის მეორე ეტაპზე, ივნისისა და ივლისის განმავლობაში, შერჩეული მონაწილეები პროექტის აკადემიურ ხელმძღვანელთან და მკვლევრებთან ერთად გაემგზავრებიან ჭიათურასა და ზესტაფონში საველე კვლევაში მონაწილეობის მისაღებად.

ჭიათურასა და ზესტაფონში ჩატარებული საველე კვლევის საფუძველზე პროექტის მკვლევრები მოამზადებენ პუბლიკაციას ჭიათურისა და ზესტაფონის, როგორც რკინიგზის პირა ქალაქების საბჭოთა და პოსტსაბჭოთა გამოცდილებაზე.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა