პროექტები

კვლევა

პროექტები

ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვა: საქართველოს თანამედროვე გამოწვევების კრიტიკული ანალიზი საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში

ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვა: საქართველოს თანამედროვე გამოწვევების კრიტიკული ანალიზი საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში

პროექტის განმახორციელებელი: აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდი; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა, კონსტიტუციონალიზმის და დემოკრატიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
პროექტის ტიპი: ფუნდამენტური კვლევითი პროექტი (FR-21-11588)
პროექტის განხორციელების თარიღი: 2022-2025
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის აღწერა:

წინამდებარე კვლევა მეცნიერულად გააანალიზებს საქართველოსთან დაკავშირებით 2016-2023 წწ. შემდეგი მონიტორინგის მექანიზმების გამოტანილ დასკვნებს: 

  1. გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR);
  2. გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CERD);
  3. ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CEDAW);
  4. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი (CRPD) და ევროპის საბჭოს მექანიზმები; 
  5. ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI), 6) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი (GRETA); 
  6. ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO).

პირველად მოხდება მეცნიერული კვლევა საკვლევად არჩეულ კონტექსტში მონიტორინგის ზემოთ ჩამოთვლილი ორგანოების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული დასკვნებისა. მეცნიერული ანალიზის საფუძველზე დასკვნების გამოტანა ერთი მხრივ უზრუნველყოფს კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას, მეორე მხრივ კი - მეცნიერული დასკვნების შეთავაზებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისთვის. კვლევა ასევე დააკავშირებს დისკრიმინაციის პირდაპირ აკრძალვის საკითხს საქართველოსთვის აქტუალურ ორ თემასთან: 1. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული საქართველოს მოსახლეობის დაცვა შემდგომი დისკრიმინაციისგან (რაც მათ მეორად ვიქტიმიზაციას განაპირობებს) და 2. უცხოელი ინვესტორების დისკრიმინაციისგან დაცვა საქართველოში (რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესში). კვლევის ეს ორი საპილოტე ქვე-კომპონენტი, რომელიც პროექტის ხელმძღვანელის სამეცნიერო ხელმძღვანელობით პროექტში ჩართული 2 ახალგაზრდა მეცნიერის კვლევითი საქმიანობისა და კარიერული განვითარების ხელშემწყობია, გამოყენებული იქნება იმის დემონსტრირებისთვის, თუ რაოდენ ფართო მნიშვნელობა და პირდაპირი გავლენა აქვს დისკრიმინაციის აკრძალვის საერთაშორისოდ დადგენილი სამართლებრივი სტანდარტების დაცვას საქართველოში სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი და კულტურული განვითარებისა და საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანის საქმეში.  

დისკრიმინაციისგან დაცვის ჭრილში გამოკვლეული იქნება სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, ადამიანთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უფლებები, რომელთა სწორად განხორციელების შემთხვევაში მდგრადი განვითარების გეგმების შესრულების ხელშეწყობაც თვალნათლივ მოხდება.

ინტერდისციპლინური მიდგომის კიდევ ერთი ასპექტი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვაზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების გავლენის კვლევა იქნება. მეცნიერული კვლევის ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს შემდგომი დაახლოების პროცესში თანასწორობის უზრუნველყოფის მექანიზმების შესწავლა მოხდება. კვლევა ასევე გააანალიზებს ევროპის საბჭოსა და გაეროსთან საქართველოს ურთიერთობებზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობისა და პრაქტიკის გავლენასა და ამ მიმართულებით სამეცნიერო დასკვნებს შემოგვთავაზებს.

კვლევის მიზანი: გაეროსა და ევროპის საბჭოს მონიტორინგის მექანიზმების მიერ ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვის სფეროში საქართველოსთან დაკავშირებით გამოვლენილი გამოწვევების გადაჭრის გზების მეცნიერული ანალიზი ადამიანთა დისკრიმინაციისგან დასაცავად ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის, ისე როგორც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს მდგომარეობისა და დემოკრატიული განვითარების პროცესის გასაუმჯობესებლად.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა