გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის ხაენის უნივერსიტეტში, ესპანეთი!

ორშაბათი, 07 სექტემბერი, 2026 - ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026

უნივერსიტეტი
ელ-ფოსტა
exchange@gau.edu.ge

ადმინისტრაციული პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუსპროგრამაზეესპანეთშიხაენის უნივერსიტეტში!

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს ადმინისტრაციული პერსონალი;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა, ესპანური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 160 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 820 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ბიომეტრული პასპორტი;
  • პასპორტის ფოტო;
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

Administrative Staff Member (Training)

შერჩევის კრიტერიუმები:

GAU- ს შერჩევის კრიტერიუმები ადმინისტრაციული პერსონალისთვის

შესარჩევი პროცესი:

  • კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ხაენის უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 2027 წლის გაზაფხულის სემესტრი
  • ხანგრძლივობა - 7 დღე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 16 სექტემბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "ხაენის უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი"

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:nini.palavandishvili@gau.edu.ge, keso.mechurchlishvili@gau.edu.ge. marine.razmadze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა