გიგა მეხრიშვილი

კურსდამთავრებული

გიგა მეხრიშვილი

გიგა მეხრიშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკი
უფროსი სპეციალისტი
კურსდამთავრებულები
2014

„2014 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატი საერთაშორისო ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით.

GAU-ში სწავლის დროს მივიღე მაღალი დონის ფინანსური და ეკონომიკური განათლება, რომელიც დამეხმარა მესამე კურსზე სტაჟირება გამევლო საქართველოს ეროვნულ ბანკში, ფინანსური რისკებისა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის განყოფილებაში. აღსანიშნავია რომ, ლექტორები თეორიული ცოდნის გარდა გვიზიარებდნენ პრაქტიკულ გამოცდილებასაც, რომელიც ჩემთვის ძალზედ სასარგებლო გამოდგა. ეროვნულ ბანკში 6 თვიანი სტაჟირების შემდეგ დავიწყე მუშაობა ბანკ რესპუბლიკაში მიკრო ბიზნეს სესხების ოფიცრად. რეალურ სამყაროში ბიზნესის ფუნქციონირების გაცნობის შემდეგ მივიღე შემოთავაზება გავმხდარიყავი მასწავლებელი ბიზნესის კლასში, ნიუტონის თავისუფალ სკოლაში, რომელსაც სიამოვნებით დავთანხმდი. ამავდროულად გავხდი ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყოველი ახალი ინიციატივა GAU-ში მიჩნდებოდა, სადაც არის შექმნილი ყველა პირობა ნაყოფიერი სწავლისთვის და შესაბამისი წარმატების მისაღწევად.

ამჟამად ვმუშაობ საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტში. ყოველდღიური საქმიანობის წარმატებით შესრულებაში კი სტუდენტობის დროს გამომუშავებული უნარ-ჩვევები მეხმარება.“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა