ირაკლი ქურდაძე

კურსდამთავრებული

ირაკლი ქურდაძე

ირაკლი ქურდაძე

ფრეკო - Freco
დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი
კურსდამთავრებულები
2010

„მე ვარ ირაკლი ქურდაძე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის 2010 წლის გამოშვების კურსდამთავრებული - ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის მენეჯმენტის მიმართულებით.

ჩემთვის პირადად აღმოჩენა იყო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, პირველივე დღიდან აქტიურად ჩავები სტუდენტურ ცხოვრებაში და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ყველა ჩემი მცდელობა, რომ ვყოფილიყავი წარმატებული სტუდენტი.

ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე მინდოდა ამერჩია უნივესიტეტი, რომელიც რეალურად მომცემდა თანამედროვე ბიზნეს განათლებას და შესაძლებლობას დავსაქმებულიყავი მაღალანაზღაურებად პოზიციაზე.

ვფიქრობდი, რომ საქართველოში არ არსებობდა ბიზნეს სკოლა, სადაც შეგეძლო ევროპული და ამერიკული სტანდარტების შესაბამისი ბიზნეს ლიტერატურით გესარგებლა და მაღალკვალიფიციაური პრაქტიკოსი ლექტორები გყოლოდა, სადაც შეიძლებოდა წარმატებული ყოფილიყავი და მოგეხდინა საკუთარი თავის განვითარება და რეალიზება.

თუმცა, პირველივე ლექციის შემდეგ მივხვდი, რომ GAU იყო ნამდვილად ის რაც მე მინდოდა, უნივესიტეტი, სადაც შეგეძლო გესწავლა თანამედროვე ამერიკული ლიტერატურით, მოგესმინა პრაქტიკოსი და მაღალკვალიფიციური ლექტორების ლექციები, გქონოდა სხვადასხვა საინტერესო სემინარებსა თუ კონკურსებში მონაწილეობის შესაძლებლობა და განვითარებულიყავი, როგორც ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი.

დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე მივიღე ის ცოდნა, რაც არის ჩემი წარმატების გარანტი და საფუძველი, საძირკველი, რომელზეც შემიძლია ავაშენო მყარი კარიერა.

ასე რომ, ყველა აბიტურიენტს ვურჩევ, ვისაც სურს ბიზნეს ადმინისტრირების ძლიერი სპეციალისტი გახდეს, ბიზნეს განათლებას საფუძველი ჩაუყაროს სწორედ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა