ლევან გაჩეჩილაძე

კურსდამთავრებული

ლევან გაჩეჩილაძე

ლევან გაჩეჩილაძე

საქართველოს ბანკი / ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
ფინანსური დეპარტამენტის ანალიტიკოსი / მოწვეული ლექტორი
კურსდამთავრებულები
2014

„GAU-ში ჩავაბარე 2006 წელს. ჩავეწერე სპეციალიზირებულ QUANT ჯგუფში რაოდენობრივი ფინანსების მიმართულებით და მას მერე, დავამთავრე QUANT-ის საბაკალავრო პროგრამა 2010 წელს სადიპლომო ნაშრომით „საინვესტიციო პროექტების ფასდადება რეალური ოფციონებისა და თამაშთა თეორიის გამოყენებით“, და QUANT-ის სამაგისტრო პროგრამა 2014 წელს სადიპლომო ნაშრომით „საინვესტიციო პროექტების რობასტული ფასდადება“. ამჟამად ვსწავლობ დოქტორანტურაზე და სადოქტორო თემად არჩეული მაქვს „ბიზნეს ადმინისტრირების მიმდინარე პროცესების ოპტიმიზაცია რობასტული მიდგომით“.

პირველი სამუშაო გამოცდილება მივიღე ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე სესხების მართვის კომპანიაში, სადაც სტატისტიკური ანალიზი და პროგნოზირება იყო ჩემი ძირითადი მოვალეობა. შემდეგ მუშაობა დავიწყე საქართველოს ეროვნულ ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში და ჩართული ვიყავი საერთაშორისო რეზერვების მართვის პროგრამის დანერგვაში. შემდეგ კერძო სექტორში სამუშაოდ გადავედი საერთაშორისო ტურისტული ჰოლდინგის ფინანსურ დირექტორად. ამჟამად ვარ საქართველოს ბანკის ფინანსური დეპარტამენტის ანალიტიკოსი.

პარალელურად, ჩემთვის დიდი პატივია, რომ დაახლოებით 7 წელი, 2010 წლიდან, ვიყავი ბიზნეს სკოლის დეკანის ასისტენტი და ამჟამად, უკვე GAU-ს მოწვეული ლექტორი.“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა