ნუციკო ნემსიწვერიძე

კურსდამთავრებული

ნუციკო ნემსიწვერიძე

ნუციკო ნემსიწვერიძე

არქთრეიდი
ფინანსური მენეჯერი
კურსდამთავრებულები

„ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტი 2010-დან 2014 წლამდე ვიყავი. დავამთავრე რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის განხრით. პირველივე კურსიდან გადავწყვიტე Quant პროგრამას გავმკლავებოდი, რაც, ვფიქრობ, წარმატებით მოვახერხე.

მესამე კურსზე სტაჟირება გავიარე კომპანია კაპაროლ ჯორჯიას ფინანსურ დეპარტამენტში. რაც დამეხმარა ჩემი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა. სტაჟირების დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო დიდი ინტერესითა და მოტივაციით გავაგრძელე სწავლა. 2013 წლის სექტემბრიდან გავხდი სატრანსპორტო კომპანია კონტრალოს თანამშრომელი და დღესაც წარმატებით ვასრულებ ფინანსური მენეჯერის მოვალეობას.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კიდევ უფრო დავაფასე იქ გატარებული 4 წელიწადი. GAU-ში არა მხოლოდ პროფესიული განათლების მიღების, არამედ პიროვნულად გაზრდის და ჩამოყალიბების საშუალება მომეცა.

ვისწავლე ისეთი უნარ-ჩვევები, რაც დღეს აუცილებელია წარმატებული კარიერის შექმნისათვის. აქ შეიძენთ ახალ გამოცდილებებს, დაუვიწყარ მოგონებებს და, რაც მთავარია, საუკეთესო მეგობრებს, რომლებიც აუცილებლად მოგცემენ მოტივაციას არასდროს დაგეზაროთ ლექციაზე მისვლა. :)“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა