შორენა დვალიძე

კურსდამთავრებული

შორენა დვალიძე

შორენა დვალიძე

ლიბერთი ბანკი
საბარათე რისკების განყოფილების ხელმძღვანელი
კურსდამთავრებულები
2008

„2006 წელს ჩავაბარე GAU-ს ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. სწავლის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ სწორ ადგილას აღმოვჩნდი.  ყოველთვის მინდოდა პროფესიას საერთაშორისო სტანდარტებით, რეალურ პროექტებზე მუშაობით, პრაქტიკული და აპრობირებული მეთოდებით დავუფლებოდი  და GAU-მ ყველა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ პროფესიას უცხოელ ლექტორებთან ერთად ეუფლები, იღებ არამარტო იმ ცოდნას, რაც პროფესიას გჭირდება, არამედ საკმაოდ მაღალ დონეზე ეუფლები ამ უცხო ენას. ეს თავისთავად ხდება, ამ ენაზე გიწევს აზროვნება, მსჯელობა, საკითხების გადაწყვეტა და ამ გადაწყვეტილების დასაბუთება.  

სწავლობ არამარტო ფორმალურ, არამედ არაფორმალურ ენასაც.  სწავლის პარალელურად, იმავე წელს დავიწყე მუშაობა თიბისი ბანკში, დისტანციური მომსახურების სერვის ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. როგორც ყველა GAU-ელმა, მეც ვისწავლე, რომ შედეგის მისაღებად აუცილებელია მაქსიმალურად დაიხარჯო. ჩემთვის დღემდე ამართლებს ეს მეთოდი. დღეს მე ლიბერთი ბანკის, საბარათე რისკების განყოფილებას ვხელმძღვანელობ.  იყო GAU-ელი, ნიშნავს ზუსტად გესმოდეს, რომ სწავლას და შრომას მოაქვს თავისუფლება და ეს თავისუფლება მე GAU-ში გატარებულმა ღირებულმა წლებმა მაჩუქეს.“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა