თამარ ანდღულაძე

კურსდამთავრებული

თამარ ანდღულაძე

თამარ ანდღულაძე

თიბისი ბანკი
ფინანსური ასისტენტი
კურსდამთავრებულები
2012

„2008 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში და აქ ჩემთვის დაიწყო დაუვიწყარი თავგადასავალი - სტუდენტობა. პირველივე დღიდან აქტიურად ჩავებით სტუდენტურ ცხოვრებაში, ვიღებდით მონაწილეობას მრავალ შეჯიბრებაში, ბიზნეს ოლიმპიადებში, სხვადასხვა ტრეინიგებში, რომლებიც გვაძლევდნენ თეორიულ ცოდნას და აქვე გვაჩვენებდნენ ყველაფერს პრაქტიკაში. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შემიძლია ვთქვა: GAU-მ გვასწავლა ყველა სიტუაციას შევხედოთ სხვადასხვა კუთხიდან, ვიაზროვნოთ მოცემული ჩარჩოების გარეთ, ვიპოვოთ ორიგინალური და კრეატიული გადაწყვეტილება ნებისმიერი პრობლემისათვის, არასოდეს შევწყვიტოთ ცდა, რომ შევცვალოთ სიტუაცია ჩვენს ირგვლივ და ყოველთვის ვისწრაფოდეთ უკეთესისაკენ. 

 მეორე კურსზე ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა გაგვაგზავნა 2 კვირიან ფინანსურ ტრეინიგზე თურქეთში ერთ-ერთ წამყვან - ზირაატ ბანკში. GAU-ს მენეჯმენტი ყოველთვის გვაძლევდა საშუალებას გვენახა სხვა ქვეყნების ფინანსური და საბანკო სისტემა, შეხება გვქონოდა ბიზნესის განსხვავებულ ხედვასა და მართვის სხვა გზებთან. 

მესამე კურსზე GAU-ს მიერ მოცემულმა ცოდნამ საშუალება მომცა, რომ ერთი წლის განმავლობაში მემართა და მიმეღო გადაწყვეტილებები ჩემი მშობლების კომპანიაში, ამაში დამეხმარა GAU-ში შეძენილი თეორიული ცოდნა გამეტარებინა პრაქტიკაში, რაც წარმატებით განვახორციელე.

მეოთხე კურსზე სწავლის პერიოდში უნივერსიტეტმა რეკომენდაცია გამიწია მონაწილეობის მისაღებად თიბისი ბანკის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ფინანსურ დეპარტამენტში სტაჟირებასთან დაკავშირებით. GAU-ს სწორად ჩამოყალიბებულმა და ეფექტურმა პროგრამამ საშუალება მომცა, კონკურენცია გამეწია სხვა უნივერსიტეტების მრავალი კურსდამთავრებულისათვის და წარმატებით გამევლო შერჩევის 7 ეტაპი. თიბისი ბანკის ფინანსურ დეპარტამენტში ვმუშაობდი თავდაპირველად ფინანსური რისკების დეპარტამენტში, ხოლო შემდეგ კაპიტალის ბაზრებში როგორც ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი. 

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატი წარმატებით დავამთავრე 2012 წელს ფინანსებისა და აუდიტის განხრით. ჩემი უღრმესი რწმენით, GAU-მ მოგვცა ჩვენ ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო, რომ ჩვენი საქმის პროფესიონალები ვყოფილიყავით.“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა