ცოტნე კუტალია

კურსდამთავრებული

ცოტნე კუტალია

ცოტნე კუტალია

aMind Solutions
უფროსი დეველოპერი
კურსდამთავრებულები
2011

„GAU-ს ბიზნესის სკოლაში ჩავირიცხე 2007 წელს. 2011 წელს დავამთავრე Quant-ის პროგრამა (რაც წარმოადგენს მათემატიკური ფინანსების კურსს) საბაკალავრო ნაშრომით „ორგანზომილებიანი ოფციონის ფასდადება კოპულა ფუნქციებით''. ამავე წელს ჩავირიცხე Quant–ის მაგისტრატურაზე, რაც დავამთავრე 2014 წელს ნაშრომით „პორტფელის რისკის ქვეშ მყოფი ღირებულების (VAR) გამოთვლა კოპულა ფუნქციების სიმულაციით''. 2014 წელს კი კვლავ GAU-ში ჩავირიცხე დოქტორანტურაზე, სადაც ვმუშაობ თემაზე: „ოპტიმალური ჰეჯირების თეორია''.

GAU გამორჩეულია თავისი უნიკალური სასწავლო პროგრამებით და პროფესორ-მასწავლებლებით. ყველაზე დიდი უპირატესობა არის Quant-ის სასწავლო პროგრამა, რომელიც ძალიან კარგად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ის მოიცავს, როგორც ფინანსების თეორიის მათემატიკურ ნაწილს, ასევე მათ პროგრამულ მოდელირებას რაც ძალიან ზრდის თეორიის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას.

ყველაზე საინტერესო ასპექტი რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის მდგომარეობს მის მრავალფეროვნებაში. კურსდამთავრებული აღჭურვილია ყველა საჭირო ცოდნით და უნარით იმისათვის, რომ გადაჭრას ნებისმიერი ამოცანა. ასევე მნიშვნელოვანია ძალიან ეფექტური სწავლების მეთოდები და გარემო. საერთოდ მგონია, რომ ერთერთი ყველაზე ძვირფასი რამ, რაც GAU-ს ყოველთვის ახასიათებდა, არის სრული აკადემიური თავისუფლება. სტუდენტი ყოველთვის გრძნობს, რომ მას აქვს მრავალფეროვანი პროფესიული არჩევანი და მას თვითონ შეუძლია აირჩიოს ის გზა, რომლის გავლაშიც GAU ეხმარება :)“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა