BMB (Building and Managing Business) - კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში

მოკლევადიანი კურსები

BMB (Building and Managing Business) - კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში

  • თქვენ დასაქმებული ხართ ბიზნესის სფეროში და გსურთ მიღწეული შედეგების გაუმჯობესება;
  • გეგმავთ წამოიწყოთ სამეწარმეო საქმიანობა ან უკვე დაიწყეთ და გჭირდებათ გაიღრმავოთ ცოდნა და ხედვა;
  • დაინტერესებული ხართ ბიზნეს განათლებით, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი დრო ხანგრძლივი სწავლისთვის;

GAU გთავაზობთ საუკეთესო არჩევანს, გაიაროთ ბიზნესის მოკლევადიანი კურსი BMBრომელიც გაძლევთ რეალურ შესაძლებლობას:

1. აღიჭურვოთ ბიზნეს ენით
2. უკეთ შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები
3. გაიღრმავოთ ხედვა და ცოდნა
4. შეისწავლოთ ბიზნეს გარემო
5. გაიმდიდროთ კონტაქტები
6. შეიქმნათ სწორი მოლოდინები
7. დასახოთ ალტერნატივები
8. მიიღოთ დროული და სწორი გადაწყვეტილებები

კურსი ასევე დაგეხმარებათ პროფესიულ განვითარებაში, კარიერულ წინსვლაში, მენეჯერული და ბიზნეს უნარების აღმოჩენა-განხორციელებაში.

პროგრამა აწყობილია სწავლების თანამედროვე  მეთოდებით, როგორებიცაა ქეისების განხილვა (ქართულ რეალობაში) და სიმულაციები. კურსის ფარგლებში აქცენტები გაკეთდება მსმენელების მაღალ ჩართულობასა და ინტერაქციაზე, რომელიც უფრო საინტერესოს გახდის ლექციების მიმდინარეობას. კურსის გავლის შემდეგ მიიღებთ შესაბამის სერთიფიკატს.  

ვისთვის არის კურსი განკუთვნილი:

  • საშუალო და მცირე ბიზნესის არსებული და პოტენციური მფლობელები
  • დამწყები და შუალედური რგოლის მენეჯერები
  • კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებული სპეციალისტები 

მსმენელები გაივლიან ქვემოთ ჩამოთვლილ მოდულებს შესაბამისი საგნებით:

  1. მენეჯმენტის მოდული:
    • ეფექტური კომუნიკაცია
    • ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები
    • ინფორმაციული ტექნოლოგიების როლი ბიზნესში
    • მენეჯმენტი და ორგანიზაციული ქცევა
  2. ეკონომიქსის მოდული:
    • ეკონომიკური აზროვნების ძირითადი პრინციპები
    • ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი
  3. ფინანსების მოდული:
    • მონაცემთა დამუშავება და ანალიზი
    • ფინანსები მენეჯერებისთვის
    • გადასახადები
    • კორპორაციული ფინანსები
  4. მარკეტინგის მოდული:
    • ბრენდინგი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები (IMC)
    • კრეატიული მარკეტინგი
    • მომხმარებლის ქცევა
  5. მეწარმეობის მოდული:
    • მეწარმეობა
    • ინოვაციების მართვა
    • ბიზნეს გეგმის შედგენა
    • სტუმარი (მასტერკლასი წარმეტებული კომპანიის დამფუძნებლისგან - მეწარმისგან)

სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა:
ბიზნეს პროექტის მომზადება და პრეზენტაცია (პროექტი შეიძლება იყოს, როგორც ინდივიდუალური ასევე გუნდური (არაუმეტეს 3 წევრისა). მსმენელები იტოვებენ უფლებას პრეზენტაცია ჩაატარონ ღია ან დახურულ ფორმატში).

პროგრამის ხანგრძლივობა:

  • აკადემიური კალენდარი შედგება 16 კვირისგან;
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ (ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი). ჯგუფთან შეთანხმებით შესაძლებელია დღეების კორექტირება;
  • ლექციის ხანგრძლივობაა 19:00 – 21:30 სთ.

რეგისტრაცია:
პროგრამის გასავლელად საჭიროა:
      1. შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა;
      2. გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV).
ჯგუფის წევრების რაოდენობა შეზღუდულია. საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრებები და დაკომპლექტდება ჯგუფი.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 19 ოქტომბერი

გასაუბრებები ჩატარდება 20-21 ოქტომბერს. სწავლა დაიწყება 23 ოქტომბერს.



რეკომენდაციები

კონსტანტინე ნანობაშვილი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

„თანამედროვე სამყაროს ატრიბუცია, როგორც ამერიკელები ახასიათებენ მას, შესაძ...

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

„თანამედროვე სამყაროს ატრიბუცია, როგორც ამერიკელები ახასიათებენ მას, შესაძლებელია გამოისახოს VUCA-ს (Volatility, uncertainty, complexity and ambiguity) აბრევიატურით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის დამახასიათებელია დინამიურობა, განუსაზღვრელობა, კომპლექსურობა და არაერთგვაროვნება. მოცემულ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი რომ, გლობალიზაციის და ინოვაციების სწრაფი განვითარების პირობებში უფრო მძაფრდება კონკურენცია, რომელიც თავის მხრივ მოითხოვს მუდმივ პროგრესს გადარჩენისთვის.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია აქტიურად მუშაობს საზოგადოებაში სამართლებრივი, სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებისათვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით. ამ მიზნით ის თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა შეასრულოს ერთგვარი ჰაბის ფუნქცია და შედეგად მისცეს ადგილობრივ დამსაქმებლებს/მეწარმეებს, როგორც ნაციონალურ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის, კომუნიკაციების და გამოცდილების გაცვლის,  ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა. ასოციაცია უპირობოდ უწევს პროპაგანდას საქართველოში ბიზნეს ენისა და აზროვნების პოპულარიზაციას, მის გაღრმავებას და ბიზნეს განათლების მუდმივ განახლებას.

ამდენად, ასოციაცია ნდობას უცხადებს მის წევრ ქართულ-ამერიკულ უნივერისტეტს და მის ბაზაზე არსებულ ბიზნეს სკოლას. მათ შორის აძლევს რეკომენდაციას ბიზნეს ადმინისტრირების მოკლევადიან კურსს BMB (Building & Managing Business)-ს. პროგრამის მთავარი ღირებულებაა მოკლე ვადაში ბიზნეს ენის ათვისებისა და აზროვნების კონცეპტუალიზაციის შესაძლებლობა, სწავლების უახლესი მეთოდიკის და კვალიფიციური (პრაქტიკოსი) ტრენერების გამოყენების გზით. ასოციაციამ ერთ-ერთ მნიშნელოვან ასპექტად მიიჩნია პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობა, რომელიც ერთის მხრივ, გამორჩეულ მსმენელს (ებს) აძლევს უნიკალურ საშუალებას დაიფინანსოს სწავლის საფასური, მეორეს მხრივ კი არსებული მოდელი ქმნის კონკურენტულ სივრცეს, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაზრდის პროგრამის ეფექტიანობას მსმენელებისთვის.“

05.11.2014

გიორგი ციმინტია

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე

ქვეყანაში წარმატებული ბიზნეს გარემოს ფორმირებისათვის გრძელი გზაა გა...

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე

ქვეყანაში წარმატებული ბიზნეს გარემოს ფორმირებისათვის გრძელი გზაა გასავლელი. მართალია, უკანასკნელი წლების განმავლობაში ბიზნეს გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ საქართველოს ბიზნეს კლიმატი კვლავაც მრავალი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას:

  • საკმაოდ დაბალია მეწარმეობრივი უნარები, რაც ბუნებრივიცაა თუ გავითვალისიწინებთ, რომ ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის პრინციპების არსებობას არც თუ ისე ხანგრძლივი ისტორია აქვს.
  • პრობლემატურია შრომის ბაზარი – ერთი მხრივ, მაღალია უმუშევრობის დონე, მეორე მხრივ კი, დამქირავებელს ძალიან უჭირს სასურველი კადრის მოძიება და დაქირავება.
  • ისევ გამოცდილების, ტექნოლოგიის, საჭირო ბიზნესუნარების ან/და უბრალოდ ინფორმაციის არქონის გამო მრავალი კომპანია ვერ ახერხებს ვერც ადგილობრივ ბაზრებზე ადგილის დამკვიდრებას და, მით უმეტეს, ვერც საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას.  

რაც არ უნდა მიმზიდველი იყოს გარემო, თუ კომპანიის მენეჯერს არ გააჩნია არსებული შესაძლებლობების გამოყენების უნარები, ბიზნესი მაინც ვერ მიაღწევს წარმატებას. მით უმეტეს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ  ბაზარზე მუდმივად იზრდება კონკურენციის ხარისხი.ობიექტურად რომ შევაფასოთ, ქართველ მეწარმეებს ნაკლებად გააჩნიათ საბაზრო ურთიერთობებისა და მომხმრებელზე ორიენტირებული წარმოების გამოცდილება, ასევე რთულია შესაბამისი ცოდნისა და, მით უმეტეს, უნარების მიღება.

ქართულ ბიზნესს დღეს ესაჭიროება პრაქტიკული ტრენინგები, ხელმისაწვდომი ბიზნესკონსულტაციები და ინფორმაცია საბაზრო შესაძლებლობების შესახებ.

გრძელვადიან პერიოდში აუცილებელია ჩამოყალიბდეს ბიზნესის ოპერირებისა და მართვის ტრადიციები, როდესაც პირები საკუთარ ბიზნესს იმიტომ კი არ მოკიდებენ ხელს, რომ სხვა სამსახური ვერ იშოვეს, არამედ იმიტომ, რომ მათ აქვთ იდეა, უნარი და შესაძლებლობა, დაიწყონ და მართონ საკუთარი ბიზნესი.

შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (www.economist.ge), როგორც ამ სფეროში მოღვაწე 25 წლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაცია, მხარს უჭერს ბიზნეს ადმინისტრირებისა და სამეწარმეო უნარების განვითარების BMB (Building & Managing Business) მოკლევადიან კურსს, რომელიც აწყობილია სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და მსმენელის მაღალ ჩართულობაზე. კურსი იძლევა რეალურ შესაძლებლობას მოკლე ვადაში აითვისოთ ანდა გაირღმავოთ ბიზნეს ენა, გაიფართოვოთ ხედვა და მოახერხეთ ორიენტაცია ბიზნესში და ბიზნეს უნარების განვითარება. საბოლოო შედეგით, ერთის მხრივ ზოგადი ბიზნეს აზროვნების დონის ამაღლება, მეორეს მხრივ ინდივიდუალური განვითარებისა და რეალიზების მეტი შესაძლებლობა.

03.11.2014

ზურაბ გვასალია

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი

უკანასკნელი წლების განმავლობაში ბიზნეს გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა ქართული ბიზნე...

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი

უკანასკნელი წლების განმავლობაში ბიზნეს გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა ქართული ბიზნესის განვითარების დონე და მისი საერთაშორისო მოთხოვნების იმპლემენტაცია მაინც დაბალი ტემპით მიმდინარეობს.

ეს პრობლემა განსაკუთრებით იჩენს თავს მომავალში,ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოთხოვნიდან და პერსპექტივებიდან გამომდინარე. სწორდ ტექნოლოგიების, საჭირო ბიზნეს უნარების, ინფორმაციის არქონის გამო კომპანიები ვერ ახერხებენ ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას და მითუმეტეს ვერც საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.

მთავარი პრობლემა იმაშია, რომ კომპანიის მენეჯერებს არ გააჩნიათ სათანადო ცოდნა, როგორც სტრატეგიულ, ასევე ფინანსურ მენეჯმენტში. აღარაფეს ვამბობთ ინოვაციურ მენეჯმენტზე.მითუმეტეს ქართულ ბაზარზე მუდმივად იზრდება კონკურენციის ხარისხი.

ქართველ მეწარმეებს ნაკლებად გააჩნიათ საბაზრო ურთიერთობებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული წარმოების გამოცდილება, ასევე მათ უჭირთ ურთიერთობა კომერციულ ბანკებთანაც. პრაქტიკულად არ ყავთ ბანკებთან ურთიერთობის მენეჯერები, აქვთ ბუნდოვანი წარმოდგენა ბანკების მხრიდან დაკრედიტების პრინციპებზე და მოთხოვნებზე. მოუწესრიგებელია ფინანსური უწყისები, დარღვეულია ურთიერთკავშირი ფინანსურ უწყისებს შორის.

შესაბამისად საქართველოს ბანკების ასოციაცია (www.abg.org.ge) , როგორც ქვეყანაში ერთადერთი საბანკო პროფილის წამყვანი გაერთიანება, მხარს უჭერს ბიზნეს ადმინისტრირებისა და სამეწარმეო უნარების განვითარების BMB (Building & Managing Business) მოკლევადიან კურსს, რომელიც შემოთავაზებულია სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და მსმენელების მაღალ ჩართულობაზე.

მიგვაჩნია, რომ კურსი იძლევა რეალურ შესაძლებლობას მოკლევადიან პერიოდში მსმენელებმა მიიღონ საჭირო ბიზნეს ცოდნა, და გაზარდონ ჩართულობა ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

სწავლის საფასური

BMB პროგრამის საფასური შეადგენს 1450 ლარს. ღირებულების ნახევარს მსმენელები გადაიხდიან ლექციების დაწყებამდე, ხოლო მეორე ნახევარს 8 კვირის განმავლობაში. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით

20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.

საკონტაქტო პირი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.ge

გზავნილები

ჯონდო ბუჩუკური

საქმიანობა: ქართული მარკეტინგული კომპანია „NEWPHARMA”-ს რეგიონალური მენეჯერი
განათლება: ექიმი ფსიქოთერაპევტ...

საქმიანობა: ქართული მარკეტინგული კომპანია „NEWPHARMA”-ს რეგიონალური მენეჯერი
განათლება: ექიმი ფსიქოთერაპევტი

30 ივლისი 2016 

მე ვარ ჯონდო ბუჩუკური პროფესიით ექიმი ფსიქოთერაპევთი. ამჟამად ვმუშაობ ქართულ მარკეტინგულ კომპანია „ ნიუ ფარმა“-ში რეგიონალურ მენეჯერად. ამერიკულიუნივერსიტეტის„GAU“ბიზნესადმინისტრირებისმოკლევადიანი BMB პროგრამის გავლა მას შემდეგ  გადავწყივიტე, როდესაც  მივხვდი რომ ჩემს მიერ დაგროვილი პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნა უკვე აღარ იყო საკმარისი და მოითხოვდა  განვითარებას  მარკეტინგში, მენეჯმენტში, ფინასებში და ა.შ... BMB პროგრამაში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილებაში დამეხმარა მეგობრისა და კოლეგის რჩევა რისთვისაც მადლობა მას (დ.ჩ.) ჩემს მოლოდინებს რაც შეეხება BMB პროგრამასთან დაკავშირებით გათვლა იყო სიახლისა და ცოდნის გაღრმავება. ხოლო რაც ამ ყველაფერს კურსი დასრულების შემდეგ დაემატა ეს არის ალბათ ყველაზე მთავრი. ჩამომიყალიბდა  ხედვა თითოეულ საგანთან მიმართებაში და ვიცი  საჭიროების შემთხვევაში ჩემი ცოდნა რა სახით და რა მიმართულებით განვავითრო. რისთვისაც მადლობა BMB პროგრამის ხელმძღვანელებს. BMB პროგრამამასევე მომცა ახალი მეგობრები და კოლეგები რაც ასევე ღირებული და მნიშვნელოვანია ჩემთვს.


ამირან შალიკაშვილი

საქმიანობა: პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დირექტორი
განათლება: მსახიობი...

საქმიანობა: პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დირექტორი
განათლება: მსახიობი

22 მაისი 2015

ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე მიმეღო ბიზნეს განათლება. ზოგადად ყველა მიმართულება მჭირდებოდა და მჭირდება, ამიტომაც გადავწყვიტე ბიზნესის ინტეგრირებული კურსი გამევლო და არჩევანიც GAU-ს ბიზნეს სკოლის ერთ-ერთ პროგრამაზე -BMB (Building & Managing Business) -ზე შევაჩერე. სხვათაშორის არ მეგონა მოკლე ვადაში თუ ამხელა განათლებას მივიღებდი ეს გამოიხატება პროგრამის ხარისხიდან გამომდინარე... მე მსახიობი ვარ და ჩემთვის ძალიან რთული იყო შალიკაშვილის თეატრის სათავეში ჩადგომა, ამიტომაც გადავწყვიტე GAU-ში ჩაბარება. სიმართლე გითხრათ, BMB პროგრამის გარდა, ბიზნეს განათლება არსად არ მიმიღია და დღეს მე უკვე ვატყობ ჩემს ძალას სხვადასხვა საკითხებში, რაც აქ ვისწავლე და სხვათაშორის სწავლის პერიოდში უკვე ბევრი რამ დამანახა ამ პროგრამამ. მამაჩემის დაარსებულ თეატრში (პანტომიმის სახელმწიფო თეატრი) ამ პროგრამის დახმარებით დავინახე ახალი შესაძლებლობები. ერთ-ერთი უკვე განხორციელდა. გავხსენი შალიკაშვილის ფონდი და ფონდმა დაარსა შალიკაშვილის სახელობის ფესტივალი ''Shalikashvili Mime Fest”. ჩემს თეატრს შორიდან შევხედე და ბევრი სუსტიმხარე დავინახე. მანამდე ამ ყველაფერს ვერ ვამჩნევდი. მართლაც საკმარისი აღმოჩნდა 4 თვიანი - BMB პროგრამის მიხედით განათლების მიღება რასაც არ მოველოდი... არ დაგავიწყდეთ პანტომიმის თეატრი, რადგან იცოდეთ მის განვითარებაში თქვენი წვლილიცაა შეტანილი, როგორც თითოეული იმ პედაგოგის ვინც მასწავლიდა BMB პროგრამის ფარგლებში. მადლობა.

ტრენერები

გიორგი ბაქრაძე

საქართველოს ეროვნულ ბანკი – მკვლევარი მაკროეკონომიკურ საკითხებში, კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელი (2003–07 წლები); 2010 წლის მაისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი მაკროეკონომ...

საქართველოს ეროვნულ ბანკი – მკვლევარი მაკროეკონომიკურ საკითხებში, კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელი (2003–07 წლები); 2010 წლის მაისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი მაკროეკონომიკურ საკითხებში. ასევე ISET-PI-ს (2012–14 წლებში) და EPRC–ს უფროსი მკვლევარი. საქართველოს კომპიუტერული ცოდნის გავრცელების საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი. მიწვეული ლექტორი საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. მაგისტრის ხარისხი განვითარების ეკონომიკაში (2003 წ.) მიიღო უილიამს კოლეჯის ეკონომიკური განვითარების ცენტრში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში (2007-2010 წწ.; დოქტორანტურის სასწავლო კურსი). თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ფიზიკაში (1996 წ.).

ანდრო მეტრეველი

ბრენდ კონსულტანტი. კომპანია „ედბრენდის“ დამფუძნებელი და მმართველი. 18 წლიანი გამოცდილება მარკეტინგული კომუნიკაციების და ბრენდინგის სფეროში. 2007 წლიდან გაუ თბილისის პიარსკოლის ბრენდინგის ...

ბრენდ კონსულტანტი. კომპანია „ედბრენდის“ დამფუძნებელი და მმართველი. 18 წლიანი გამოცდილება მარკეტინგული კომუნიკაციების და ბრენდინგის სფეროში. 2007 წლიდან გაუ თბილისის პიარსკოლის ბრენდინგის ქვეკურსის პედაგოგი. მონაწილეობა აქვს მიღებული  50 -ზე მეტი სხვადასხვა ტიპი ბრენდინგ პროექტში, მათ შორის: „ვისოლი“, „ბაზის ბანკი“, „ნიკორა“, ,,იუ ეფ სი“, „საქკაბელი“, „გია გვარამიას კლინიკა“.

გიორგი პოპიაშვილი

თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი Dora’s Lab-ში (მობილური აპლიკაციები). 2005 წელს მიწვეული იყო მოსკოვში, „Art Lebedev", გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. მალევე გადავიდა BBDO მოსკოვში, უმსხვილ...

თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი Dora’s Lab-ში (მობილური აპლიკაციები). 2005 წელს მიწვეული იყო მოსკოვში, „Art Lebedev", გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. მალევე გადავიდა BBDO მოსკოვში, უმსხვილეს სარეკლამო სააგენტოში არტ-დირექტორის პოზიციაზე, სადაც მისმა პროექტებმა მოიგო ყველა ადგილობრივი ჯილდო, ერთი საერთაშორისო და ერთიც Epica Award. 2011 წელს სასწავლებლად გადავიდა ჰამბურგში, სადაც მიიღო განათლება Art-Direction-ში, Miami Ad School. სტაჟირება გაირა Saatchi & Saatchi ბერლინში, BBDO Proximity ბერლინში  და Jung von Matt ჰამბურგში. ბოლო პროექტმა, რომელიც BBDO Proximity–ში გააკეთა Smart Fortwo–სთვის მოიგო ორი ვერცხლის ლომი, კანის საერთაშორისო  ხელოვნების ფესტივალზე.

დავით პაპუაშვილი

davidpapuashvili@gau.ge

2006 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. განხორციელებული აქვს მონეტარულ პოლიტიკასთან/ოპერაციებთან და ასევე, საბანკო სისტემის საოპერაციო რისკების ზედამხედველობასთან დაკავშირებული მრავალი პროე...

2006 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. განხორციელებული აქვს მონეტარულ პოლიტიკასთან/ოპერაციებთან და ასევე, საბანკო სისტემის საოპერაციო რისკების ზედამხედველობასთან დაკავშირებული მრავალი პროექტი. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს 2007 წლიდან უმეტესწილად ეკონომიკისა და საინფორმაციო სისტემების მართვის მიმართულებით. განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ანდერსონის მენეჯმენტის სკოლაში ფინანსური მენეჯმენტის განხრით. არის ნიუ მექსიკოს შტატის სენატის საპატიო ჯილდოს მფლობელი და სრულიად ამერიკის სტიპენდიის ლაურეატი (All-American Scholar - 1997).

კარლო მათითაიშვილი

kmatitaishvili@gau.ge

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი - კანცლერი, დელტა კომმი - პროექტებისა და პროგრამული სისტემების განყოფილების უფროსი, დელტა კონსალტინგი - დირექტორი. ძირითადი ინტერესები: მენეჯმენტი, პროექტების მართვა, სტარტაპ...

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი - კანცლერი, დელტა კომმი - პროექტებისა და პროგრამული სისტემების განყოფილების უფროსი, დელტა კონსალტინგი - დირექტორი. ძირითადი ინტერესები: მენეჯმენტი, პროექტების მართვა, სტარტაპები. 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება ძირითადი კონცენტრაციით ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში. განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში.

გია ჩქოფოია

gia.chkopoia@gau.ge

ბიზნეს-კონსულტანტი.  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის განვითარების მენეჯერი. 6 წლიანი პროფესიული გამოცდილება საბანკო სექტორში და სხვადასხვა საკონსულტაციო პროექტებში. გააჩნია ტრენინგების დაგეგმვი...

ბიზნეს-კონსულტანტი.  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის განვითარების მენეჯერი. 6 წლიანი პროფესიული გამოცდილება საბანკო სექტორში და სხვადასხვა საკონსულტაციო პროექტებში. გააჩნია ტრენინგების დაგეგმვისა და ჩატარების 2 წლიანი გამოცდილება. ძირითადი ინტერესები: მენეჯმენტი, ფინანსები და კონსალტინგი. ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირებაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი - თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში (ESM).

თეა გველესიანი

ფსიქოლოგი, „პარტნიორები -საქართველო“-ს ტრენერ/კონსულტანტი. ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის, შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმა...

ფსიქოლოგი, „პარტნიორები -საქართველო“-ს ტრენერ/კონსულტანტი. ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის, შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულების დოქტორანტი და პედაგოგი. გაუ თბილისის პიარსკოლის ეფექტური კომუნიკაციების ქვეკურსის პედაგოგი. 15 წლიანი ტრენერობისა და პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება შემდეგ საკითხებში: ეფექტური კომუნიკაცია, ლიდერობა და ეფექტური გუნდური მუშაობა, კონფლიქტების მართვა, მედიაცია, საჯარო გამოსვლა, ფასილიტაცია, მოლაპარაკებების წარმოება, მრავალფეროვნების მართვა, ადვოკატირება, პერსონალის შერჩევა, ადამიანური რესურსების მართვა, კლიენტის ეფექტური მომსახურება და გაყიდვები.

გიორგი ბაქრაძე

კომერციული  დირექტორი სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტში (CCO). 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ძირითადად საბანკო სფეროში, სადაც მუშაობდა როგორც სპეციალისტად, ასევე ხელმძღვანელ პო...

კომერციული  დირექტორი სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტში (CCO). 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ძირითადად საბანკო სფეროში, სადაც მუშაობდა როგორც სპეციალისტად, ასევე ხელმძღვანელ პოზიციებზე. დაგროვილი აქვს მართვის გამოცდილება ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. განათლება: BBA-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, MBA-თავისუფალი უნივერსიტეტი (ESM).

მალხაზ ოდიშარია

სასწავლო ცენტრი „აითი-ნოლიჯი'' - ტრენინგების კოორდინატორი, ინსტრუქტორი.  1997 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა კომპიუტერულ სასწავლებლებში ტრენინგების ინსტრუქტორად. 2001-2008 წლებში კომპიუტერული სასწ...

სასწავლო ცენტრი „აითი-ნოლიჯი'' - ტრენინგების კოორდინატორი, ინსტრუქტორი.  1997 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა კომპიუტერულ სასწავლებლებში ტრენინგების ინსტრუქტორად. 2001-2008 წლებში კომპიუტერული სასწავლო ცენტრის „SoftMaker''-ის დამფუძნებელი და დირექტორი. 2011 წელს მიენიჭა Microsoft Certified Technology Specialist (MCTS)-ის წოდება. 2003 წლიდან იყო მიწვეული ტრენერი კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებით შემდეგ ორგანიზაციებში: ეროვნული ბანკი, თიბისი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, საქართველოს ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და მრავალი სხვა.

რაულ აგიკიანი

2007 წლიდან „საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის“ მთავარი იურისტი. სამოქალაქო საპეციალიზაციის ადვოკატი. რამდენიმე მსხვილი კომპანიის და საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის მთავარი იურისტი. 2011 წლიდან პ...

2007 წლიდან „საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის“ მთავარი იურისტი. სამოქალაქო საპეციალიზაციის ადვოკატი. რამდენიმე მსხვილი კომპანიის და საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის მთავარი იურისტი. 2011 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა საჯარო დებატების, სამეწარმეო სამართლისა და საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით. დამთავებული აქვს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კურსის დოქტორანტი. იყო მემედ აბაშიძისა და პრეზიდენტის სახელობის სტიპენდიანტი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა