პროექტის მენეჯმენტის კურსი (PMC)

მოკლევადიანი კურსები

პროექტის მენეჯმენტის კურსი (PMC)

GAU ნებისმიერ მსურველს გთავაზობთ მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსს პროექტის შედგენასა და მართვაში (PMC)!

პროექტი შეიძლება იყოს როგორც საგრანტო ასევე ბიზნეს პროექტი და მისი შედგენა   შეიძლება ემსახურებოდეს  სხვადასხვა მიზანს  - სტარტ-აპის დაწყება, ინვესტორის მოზიდვა, ფინანსების და სხვა  

GAU გთავაზობთ საუკეთესო არჩევანს, გაიაროთ პროექტის მართის მოკლევადიანი კურსი (PMC)რომელიც გაძლევთ რეალურ შესაძლებლობას:

  • განივითაროთ უნარები ეფექტური პროექტების წერისათვის .
  • შეძლოთ  შეიმუშაოთ სტრატეგია, ხედვა და განსაზღვროთ მიზანი და ამოცანები
  • პროექტის გუნდის ფორმირება და ადამიანური რესურსების მართვა
  • იწავლოთ  პროექტის ბიუჯეტის და დროის დაგეგმვა

პროექტის მენეჯმენტის კურსი დამატებით მოიცავს პროექტის დიზაინს, მარკეტინგს, ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებას, პროექტების რისკ მენეჯმენტს, სამართლებრივ და სხვა საკითხებს, რაც საშუალებას საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულებს დამოუკიდებლად შეადგინონ და მართონ პროექტი.

კურსი მოიცავს ინტენსიურ პრაქტიკულ სწავლებას თეორიასთან ერთად. სწავლების (Case Study) პროგრამა აწყობილია ფართოდ აღიარებული პროექტის მენეჯმენტის ინსტიტუტის - Project Management Institute (PMI) - მეთოდოლოგიასა და Guide to the Project Management Body of Knowledge (PMBOK)-ზე დაყრდნობით და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით (Standard of European Commission on Project Management PM2).

სტუდენტების მიერ სამუშაო ჯგუფებში შესრულდება პრაქტიკულ სავარჯიშოები და ასევე რეალურად ჩაერთვებიან პროექტში, სადაც  მოხდება ერთი ძირითადი მიმდინარე  პროექტის ეტაპობრივი თემატური გაშლა და მასზე მუშაობა.

ვისთვის არის კურსი განკუთვნილი:

  • ვისაც სურს დაიწყოს კარიერა პროექტების მართვის სფეროში;
  • ვისაც სურს გაეცნოს  პროექტების  წერისა და შედგენის ტექნიკას;
  • ვინც დაინტერესებულია პროექტის მართვის  შესწავლით;
  • სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ/აიმაღლონ კვალიფიკაცია პროექტის მართვის სფეროში

 

მსმენელები გაივლიან ქვემოთ ჩამოთვლილ მოდულებს 

  • პროქტის წინასწარი შესწავლა (Desk Research)
  • პროექტის მომზადება
  • პროექტის ბიუჯეტი
  • პროექტის განხორციელება
  • საბოლოო ანგარიშის მომზადება
  • პროექტის წარდგენა და შეფასება


კურსის უპირატესობები 

  • კურსდამთავრებულები გაივლიან სტაჟირებას: ჩაერთვებიან სხვადასხვა პროექტების დაგეგმვასა  და განხორციელებაში;
  • კურსდამთავრებულებს ექნებათ პროექტის მართვის სფეროში დასაქმების რეალური პერსპექტივა;
  • კურსიდამთავრებულები  შეძლებენ განსაზღვრონ და დაიცვან ყველა მოთხოვნა როგორც საგარანტო ასევე ბიხნესპროეტების შედგენისათვის

სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა პროექტის მომზადება და პრეზენტაცია:

  • პროექტი შეიძლება იყოს, როგორც ინდივიდუალური ასევე გუნდური (არაუმეტეს 3 წევრისა).
  • მსმენელები იტოვებენ უფლებას პრეზენტაცია ჩაატარონ ღია ან დახურულ ფორმატში) 


პროგრამის ხანგრძლივობა და საფასური:

  • PMC პროგრამის ხანგრძლივობაა 8 კვირა
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (ოთხშაბათი და პარასკევი)
  • ჯგუფთან შეთანხმებით შესაძლებელია დღეების კორექტირება
  • ლექციის ხანგრძლივობა 19:00 – 22:00


კურსი იწყება 23 ოქტომბერს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 ოქტომბერი.


PMC პროგრამის საფასური შეადგენს 920 ლარს (დეტალურ ინფორმაციას საფასურზე და შეღავათებზე გაეცანით "სწავლის საფასურის" სექციაში.


პროგრამის გასავლელად საჭიროა:

  • შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2019 წლის 18 ოქტომბრისა
  • ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე :  tamtanishnianidze@gau.ge 
  • საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრებები და დაკომპლექტდება ჯგუფი


რეკომენდაციები

სწავლის საფასური

PMC პროგრამის საფასური შეადგენს 920 ლარს 

ღირებულების ნახევარს მსმენელი იხდის ლექციების დაწყებამდე, ხოლო მეორე ნახევარს 4 კვირის განმავლობაში. ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.


20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის:

  • GAU-ს აქტიურ სტუდენტს!
  • GAU-ს კურსდამთავრებულს!
  • ნებისმიერ ადამიანს, ვისაც GAU-ს ერთი სასერტიფიკატო კურსი უკვე გავლილი აქვს.


საკონტაქტო პირი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:


თამთა ნიშნიანიძე

თამთა ნიშნიანიძე

სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი

(+995) 591 112 200
(+995 32) 220 65 20 (313)
tamtanishnianidze@gau.ge

გზავნილები

ტრენერები

გიორგი კალატოზიშვილი

გიორგი კალატოზიშვილს საკონსულტაციო ბიზნესში და სტრატეგიულ პიარში მუშაობის 14 წლიანი, ხოლო მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს გაიარა ქოუჩი...

გიორგი კალატოზიშვილს საკონსულტაციო ბიზნესში და სტრატეგიულ პიარში მუშაობის 14 წლიანი, ხოლო მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს გაიარა ქოუჩინგის, სტრატეგიული პიარის, ადვოკაციისა და მედიაციის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამები. იგი არის ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის (Erickson.edu) სერტიფიცირებული ქოუჩი, The MGI Management Institute-ის და აშშ-ს პიარ ასოციაციის (PRSA) სერტიფიცირებული სპეციალისტი კრიზისული კომუნიკაციების ეფექტიან მართვაში. დღემდე, ჩატარებული აქვს 100-ზე მეტი ტრენინგი, მასტერკლასი და საჯარო ლექცია.

ნინო ბარამიძე

ნინო ბარამიძეს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების მართვაში. ის მონაწილეობდა და მართავდა, სხვადასხვა დონორის მიერ დაფინანსებულ პროექტებს როგორებიცაა: DTRA, Millenn...

ნინო ბარამიძეს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების მართვაში. ის მონაწილეობდა და მართავდა, სხვადასხვა დონორის მიერ დაფინანსებულ პროექტებს როგორებიცაა: DTRA, Millennium Challenge Corporation,(MCC) USAID OF GEORGIA , SRNSF და სხვა.

2014 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით. ასევე, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში გავლილი აქვს პროფესიული კურსი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (CBA). ამჟამად, იგი არის ატომ ქიდსის ინოვაციური პროექტის დამფუძნებელი/დირექტორი, რომელიც გულისხმობს შემეცნებითი, საბავშვო ექსპერიმენტებით STEM განათლების პოპულარიზაციას საქართველოში.

ნინო იოსელიანი

მარკეტინგის სპეციალისტი
ნინო იოსელიანს 17 წლიანი გამოცდილება აქვს მარკეტინგის სფეროში. განათლება მიიღო პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში საერთაშორისო კორპორატიული კომუნიკაციის მ...

მარკეტინგის სპეციალისტი
ნინო იოსელიანს 17 წლიანი გამოცდილება აქვს მარკეტინგის სფეროში. განათლება მიიღო პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში საერთაშორისო კორპორატიული კომუნიკაციის მიმართულებით. 2018 წელს, დაამთავრა სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესიული პროგრამა: „ტოპ მენეჯერების ლიდერობის პროგრამა“.

ნინო არის ჟურნალ Hello Magazine Georgia - დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ასე, იგი არის „კავკასიის ფერების“ დამუძნებელი, რომელიც ახორციელებს პროექტს “ნატურალური ინგრედიენტებით ეკოლოგიურად სუფთა ღებვის ტექნოლოგია-ბიო ქსოვილის მისაღებად”.

სერგი ჯორბენაძე

ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, ადვოკატი.

სერგი ჯორბენაძე 2010 წელს  გახდა ბრემენის უნივერსიტეტის მაგისტრი (L.L.M.), გერმანიაში. ხოლო 2016 წელს მიენიჭა დოქ...

ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, ადვოკატი.

სერგი ჯორბენაძე 2010 წელს  გახდა ბრემენის უნივერსიტეტის მაგისტრი (L.L.M.), გერმანიაში. ხოლო 2016 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი. პარალელურად, იგი არის არაერთი აკადემიური ნაშრომის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სტატია ქართულ, გერმანულ, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე. გარდა აღნიშნულისა, იგი გახლავთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარების და ხუთი მონოგრაფიის ავტორი.

შალვა ახრახაძე

შალვა ახრახაძე არის CFA ინსტიტუტის რეგულარული წევრი, ფინანსური მენეჯმენტის მიმართულებით მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. იგი მუშაობდა შემდეგ სფეროებში: საბანკო, სადაზღვევო, ავიაცია, დისტრიბუცი...

შალვა ახრახაძე არის CFA ინსტიტუტის რეგულარული წევრი, ფინანსური მენეჯმენტის მიმართულებით მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. იგი მუშაობდა შემდეგ სფეროებში: საბანკო, სადაზღვევო, ავიაცია, დისტრიბუცია, ალტერნატიული ინვესტიციები. ამჟამად კი, საკონსულტაციო კომპანია „ფინანსური ლაბორატორიის“ მმართველი პარტნიორია. მას დამთავრებული აქვს გამოყენებითი მათემატიკა და არის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. შალვა არის ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ასევე, როგორც მოწვეული ლექტორი თანამშრომლობს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან, თიბისი აკადემიასთან და სხვა წარმატებულ კომპანიებთან.

პროექტები და პარტნიორები

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა