დავით შიოლაშვილი

კურსდამთავრებული

დავით შიოლაშვილი

დავით შიოლაშვილი

Anaklia City (Anaklia Development Consortium)
Head of Business Intelligence
კურსდამთავრებულები
2013

„GAU-ს ბიზნესის სკოლის მე-4 კურსზე გადავედი 2009 წელს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების დაქვემდებარებაში არსებული მოსკოვის ეროვნული ეკონომიკის აკადემიიდან. მიუხედავად ქართული ენის არასრულყოფილად ცოდნისა, GAU-ს პროდუქტიულმა და კომფორტულმა გარემომ მომცა შესაძლებლობა წარმატებით დამესრულებინა ბაკალავრიატი.

დიდხანს არ მიფიქრია, თუ რომელ უნივერსიტეტში მინდოდა სამაგისტრო ხარისხის მიღება ბიზნესის მართვის სფეროში და 2013 წელს მივიღე GAU-ს მაგისტრის დიპლომი და გავხდი რეიტინგით პირველი სტუდენტი (Valedictorian) ამ წლის კურსდამთავრებულ მაგისტრებს შორის.

GAU-ს დახმარებით არა მარტო ბაზარზე მოთხოვნადი ცოდნა და გამოცდილება მივიღე, არამედ ჩემი უნივერსიტეტი დამეხმარა კარიერულ წინსვლაშიც. მაგისტრატურის მე-2 კურსზე სწავლისას GAU-ს შუამდგომლობით მიმიწვიეს გასაუბრებაზე სტაჟიორის პოზიციაზე Deloitte Consulting-ში, რომელიც საქართველოში ახორციელებს  USAID-ის პროექტს „საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა" (EPI Georgia). მინდა აღვნიშნო, რომ დიდი კონკურსის მიუხედავად, ყველა სასტაჟიორო ვაკანსიაზე GAU-ს სტუდენტები მიიღეს.

ჩვენი სამუშაო იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების წახალისების დეპარტამენტის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, ის ძალიან წარმატებული გამოდგა და სტაჟირების ვადა 2 თვით გამიგრძელეს. პროექტის დასრულებისთანავე, EPI-ში ჩვენი მენტორის - ლუკას კალტრაიდერის რეკომენდაციით ამიყვანეს საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში ეკონომიკური ანალიტიკოსის პოზიციაზე. 3-თვიანი მუშაობის შემდეგ, სააგენტოს რეორგანიზაციის შედეგად დამაწინაურეს და დავინიშნე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

სწორედ GAU-ში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ განაპირობა ასეთი სწრაფი კარიერული წინსვლა და USAID-ის, EPI-ს, Deloitte-ის მსგავს საერთაშორისო პროგრამებში ჩემი მონაწილეობა, რისთვისაც ჩემი უნივერსიტეტის მადლობელი ვარ.“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა