ელენე გარსევანიშვილი

კურსდამთავრებული

ელენე გარსევანიშვილი

ელენე გარსევანიშვილი

შემოსავლების სამსახური
პროექტების დაგეგმვის და მართვის სამმართველოს წამყვანი ანალიტიკოსი
კურსდამთავრებულები
2013

"2013 წელს დავამთავრე GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა,  მარკეტინგისა და მენეჯმენტის განხრით. ცოდნას ვიღებდით თანამედროვე უცხოური ლიტერატურით, ლექციებს კი უმაღლესი გამოცდილების მქონე ლექტორები გვიტარებდნენ. უნივერსიტეტში სწავლის დროს მუშაობა დავიწყე შემოსავლების სამსახურში საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსის თანაშემწის თანამდებობაზე. მალევე დამაწინაურეს და რამდენიმე საფეხურის გავლის შემდგომ, დღეს პროექტების დაგეგმვის და მართვის სამმართველოს წამყვანი ანალიტიკოსის პოზიციაზე ვმუშაობ.

მუშაობის პროცესში ძალიან გამომადგა GAU-ში მიღბული ცოდნა, როგორც უცხო ენების, ასევე დაგეგმარების მიმართულებით, რადგან ჩემი საქმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი პროექტების მართვაა.  როგორც ზემოთ აღვნიშნე, მუშაობა GAU-ში სწავლის დროს დავიწყე. GAU ყოველთვის უწყობდა ხელს დასაქმებულ სტუდენტებს, გრაფიკიც მოქნილი იყო, რომ არ შეგვშლოდა ხელი მუშაობაში. ცოდნის მაღალ დონესთან ერთად, შეუძლებელია ხაზი არ გაესვას იმ მეგობრულ გარემოს, რაც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში იყო. GAU-ში სწავლის წლები ყოველთვის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო.  

თამამად შემიძლია ყველას, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია სად ჩააბაროს, ვურჩიო GAU. ცოდნის მაღალ დონესთან ერთად, აუცილებლად საუკეთესო გარემო დაგხვდებათ, პროფესიონალი და მეგობრული ლექტორებით.  ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო GAU-ს გუნდის თითოეულ წევრს. GAU წლები ჩემთვის იყო, არის და იქნება ბედნიერი სტუდენტობის წლებთან ასოცირებული."

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა