ნატო ტორონჯაძე
ნატო ტორონჯაძე
„GAU-ს ბიზნესის სკოლა რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის (QUANT) სპეციალობით დავამთავრე 2011 წლის ივლისში და 2011 წლის სექტემბერში, დაუყოვნებლივ ჩავაბარე მაგისტრატურაში, ისევ GAU-ში, ისევ იმავე სპეციალობაზე.
არ მინდოდა დროის დაკარგვა, რადგან ახლაც ისეთი გრძნობა მაქვს, რომ GAU ის ადგილია, სადაც ექსკლუზიურად, მხოლოდ ერთხელ გეძლევა შანსი ისწავლო ის, რაც ნამდვილად საჭიროა და ის, რასაც თავად გახდი საჭიროდ ქართულ ბაზარზე, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია!
მეორე კურსის დასასრულს გავიარე სტაჟირება „თიბისი ბანკში“ და ასევე მის შვილობილ კომპანიებში. „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი ღირსეული შვილობილისგან - „თიბისი ლიზინგი“, მივიღე შემოთავაზება, სადაც დავიწყე მუშაობა სტაჟიორად და დავასრულე - კომერციული დირექტორი/გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. ამ წლების მანძილზე მნიშვნელოვანი როლი შევასრულე SME და კორპორატიული პორტფელის 20-ჯერ ზრდაში.
ამჟამად ვარ სს “ტერა ლიზინგის” თანადამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც შეიქმნა სს “ტერაბანკ”-თან პარტნიორობით, ასევე Bizon.ge-ს თანადამფუძნებელი — ონლაინ პლატფორმის, რომელიც აერთიანებს ფინანსურ და კომერციულ ეკოსისტემებს.
პარალელურად ვარ ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, სადაც ჩართული ვარ ბიზნესის სკოლის სტრატეგიულ განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლებების დამყარებაში.
GAU-ში შეძენილმა უნიკალურმა უნარებმა, ტექნიკურმა ცოდნამ, ისევე როგორც ემოციურმა ინტელექტმა, გუნდური მუშაობის უნარმა, რომელიც სწავლის დროს შევიძინე, ვთვლი, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშა, როგორც ჩემს, ისე ჩემი კომპანიების წინსვლაში. წინ კიდევ უფრო დიდი გზაა გასავლელი, თუმცა ვიცი, რომ იმ თვისებით, რაც გადაჭარბების გარეშე GAU-მ გამომიმუშავა, არაფერია გადაულახავი. ეს არის სწავლის ტექნიკა, რაც მდგომარეობს ახალ, თავიდან გაუგებარ თემებთან შებრძოლებაში, შიშის დაძლევასა და სითამამეში.
მოკლედ, მომავალო GAU-ს სტუდენტო, შენ არასდროს იქნები გაბღენძილი, თვითკმაყოფილი არსება! ჩემი აზრით, როდესაც შენ GAU-ს დიპლომს ხელში დაიჭერ, გეცოდინება, რომ წინ უამრავი საკითხი გაქვს გადასაჭრელი, გამოსაკვლევი, დასამტკიცებელი, აღმოსაჩენი, დასანერგი. რაც მთავარია, ამ ნაბიჯების განსახორციელებლად შენ ხელთ გექნება ცოდნის მრავალფეროვანი კარის გასაღები.
და რა თქმა უნდა, უნდა გქონდეს სურვილიც! :)“