საქართველოს ბანკის სტიპენდია

საქართველოს ბანკის სტიპენდია

საქართველოს ბანკის სტიპენდია GAUელებისთვის!

მიიღე საქართველოს ბანკის სტიპენდია და ისწავლე სრული დაფინანსებით GAU-ში!

საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს და მოტივირებულ, ლიდერული თვისებების მქონე ახალგაზრდებს ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს. სწორედ ამ მხარდაჭერის ფარგლებში სტუდენტებს გაქვთ შესაძლებლობა, ჩაერთოთ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში, მიიღოთ მიმდინარე წლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება (იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო გრანტით სარგებლობთ, სრულად დაგიფინანსდებათ დარჩენილი ნაწილი) და ისწავლოთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

მონაწილეობის მოთხოვნები:

  • უნდა იყო საქართველოს მოქალაქე
  • უნდა იყოს ბაკალავრის საფეხურის სტუდენტი
  • უნდა გქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA >= 3.2)

 შერჩევის პროცესი შედგება ორი ეტაპისგან:

1. პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმები:

  • აკადემიური მიღწევა - GPA (40 ქულა)
  • რეკომენდაცია (40 ქულა)

2. გასაუბრების კრიტერიუმები:

  • კომუნიკაციის უნარი (45 ქულა)
  • პერსონალური მოტივაცია და მიზნები (40 ქულა)
  • ლიდერული თვისებები (15 ქულა)
  • პირადი და პროფესიული პრეზენტაცია (20 ქულა)

ჟიურის წევრები:

  • გასაუბრებაზე წარმოდგენილნი იქნებიან როგორც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ბანკის წარმომადგენლები.

დაინტერესებულ მონაწილეებს აპლიკაციების გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგი დოკუმენტებით:

  • აკადემიური შეფასება (აკუმულირებული GPA)
  • დეკანის სარეკომენდაციო წერილი

კიდევ რა უნდა იცოდე საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ?

  • სწავლის დაფინანსების მიღება შეუძლია საბაკალავრო საფეხურზე მყოფ ნებისმიერ სტუდენტს;
  • სტუდენტები შეირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და ლიდერობის პოტენციალით;
  • სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან კონკრეტული კრიტერიუმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად;
  • აპლიკაციის შევსება შესაძლებელია stipendia.bog.ge -ზე

რეგისტრაცია შესაძლებელია 30 ნოემბრამდე.

P.S კონკურსის შიდა პროცესები დაიწყება შემოდგომის სემესტრის დასასრულსა და მიღებული შეფასებების (GPA) ასახვის შემდგომ, საორიენტაციო პერიოდია თებერვლის დასაწყისი.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა