სიახლეები და ღონისძიებები

კამპუსური დღეები სტუდენტებისთვის 2019

კამპუსური დღეები სტუდენტებისთვის 2019

კვირა, 14 აპრილი, 2019

აჩვენე კალენდარზე


ყოველწლიურად ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტებს შანსი ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ GAU-ს კამპუსურ დღეებში.

წელს, ორ-დღიანი ბანაკის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი აქტივობები:

  • ინტერაქციული ტრენინგი - "წარმატების ფორმულა", რომლის მთავარი მიზანიც იყო პრეზენტაციის, გუნდური და შემოქმედებითი ხასითის უნარ-ჩვევების განვითარება/შეძენა
  • GAU Games - გასართობი და შემეცნებითი ტიპის თამაში, რომლის გამარჯვებულ გუნდს გადაეცა კარტინგისა და ბოულინგის ვაუჩერები
  • EVENT - გართობისა და განტვირთვის კომპონენტი, ელექტრონული მუსიკის თანხლებით

კამპუსური დღეები გაიმართა 15-16, 23-24 მარტს და 13-14 აპრილს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტებისთვის. კამპუსში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესის სკოლის, სამართლის, სოც. მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის, ჰუმანიტარულ მეცნირებათა და ლიბერალური განათლების სკოლის მეორე კურსის სტუდენტებმა. 

კამპუსური დღეები ხელს უწყობს სხვადასხვა სკოლის სტუდენტების ერთმანეთთან დაახლოებას, არაფორმალურ გარემოში ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას და განტვირთვას ქალაქისგან მოშორებით.


სტატიის ავტორები: თამთა თოდუა, ნიკა გიანაშვილი

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა