გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის ხაენის უნივერსიტეტში, ესპანეთი!
ორშაბათი, 07 სექტემბერი, 2026
ადმინისტრაციული პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, ესპანეთში, ხაენის უნივერსიტეტში!
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს ადმინისტრაციული პერსონალი;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა, ესპანური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 160 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 820 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი;
- ბიომეტრული პასპორტი;
- პასპორტის ფოტო;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
Administrative Staff Member (Training)
შერჩევის კრიტერიუმები:
GAU- ს შერჩევის კრიტერიუმები ადმინისტრაციული პერსონალისთვის
შესარჩევი პროცესი:
- კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ხაენის უნივერსიტეტი).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- 2026 წლის გაზაფხულის სემესტრი
- ხანგრძლივობა - 7 დღე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 14 სექტემბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "ხაენის უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი"
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:nini.palavandishvili@gau.edu.ge, keso.mechurchlishvili@gau.edu.ge. marine.razmadze@gau.edu.ge