ცხადდება გაცვლითი პროგრამა გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის კოოპერატიულ სახელმწიფო უნივერსიტეტში! (DHBW Mannheim)
ორშაბათი, 09 მარტი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ Erasmus+ გაცვლით პროგრამაზე გერმანიაში, ბადენ-ვურტემბერგის კოოპერატიულ სახელმწიფო უნივერსიტეტში (DHBW Mannheim).
პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლასერთი სემესტრის განმავლობაში (2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნეს ადმინისტრირების სკოლის საბაკალავრო პროგრამისII, III, IV, V და VI სემესტრის სტუდენტებსა და მაგისტრატურის პროგრამის I და II სემესტრის სტუდენტებს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან გერმანული ენების B2 დონეზე ცოდნა
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოსკანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამისმონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტიმშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველასემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასურიქართულ-ამერიკულუნივერსიტეტში.
დაფინანსება მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- სტიპენდია ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად - 900 ევრო;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება - 395 ევრო;
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ან გერმანული ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-შიგავლილი საგნის - ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელისერტიფიკატი).
- Learning Agreement (გაეცანით: გზამკვლევი ქართველი სტუდენტებისთვის).
იხილეთ საგნების კატალოგი:@International.DHBWMannheim | Linktree
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილესტუდენტებისთვის
მობილობის პერიოდი: 2026 წლის შემოდომის სემესტრი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 16 მარტის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთსააპლიკაციოდოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: DHBW
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტისსაშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge