ცხადდება მოკლე ვადიანი გაცვლითი პროგრამა თურქეთში, საქარიას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!
სამშაბათი, 20 იანვარი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე თურქეთში, საქარიას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებასა და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სემინარ/ვორქშოპებზე დასწრებას 8 დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გაუ-ს სტუდენტებს
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრებით;
- აუცილებელია ინტერესი საფინანსო განათლების ამაღლების კუთხით
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოსკანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამისმონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტიმშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველასემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასურიქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
დაფინანსება მოიცავს:
- 400 ევრო დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 309 ევროს ოდენობით მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
პროგრამის აღწერა
შერჩეული კანდიდატები ეწვევიან საქარიას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ვორქშოპ/სემინარებში- “ახალგაზრდების გაძლიერება საფინანსო განათლების მიმართულებით” გაუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანხლებით.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის, მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
07.03.2026 - 14.03.2026.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 4 თებერვლის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: საქარიას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge nini.palavandishvili@gau.edu.ge