Erasmus Student Network Georgia-მ (ESN Georgia) საქმიანობის 15 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიებას, რომელიც ორგანიზაციის განვლილი გზის შეჯამებასა და სამომავლო პერსპექტივების განხილვას დაეთმო, საელჩოებისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან ერთად, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიც (GAU) ესწრებოდა.
შეკრებილ სტუმრებს სიტყვით ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ მიმართა.
საიუბილეო შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია - „The Role of ESN Georgia in Internationalization of Higher Education“, რომელშიც GAU-ს კვლევის განვითარებისა და ხელშეწყობის სამსახურის უფროსმა, ანა ჩორგოლაშვილმა, სხვა სპიკერებთან ერთად, უმაღლესი სასწავლებლებისა და ქართული ახალგაზრდული სექტორის დაახლოების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
ESN Georgia-ს მთავარი მისია საერთაშორისო სტუდენტების მხარდაჭერა, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნაა.