სიახლეები და ღონისძიებები

ონლაინ რეგისტრაცია GAUს სამაგისტრო პროგრამებზე

ონლაინ რეგისტრაცია GAUს სამაგისტრო პროგრამებზე

ხუთშაბათი, 02 სექტემბერი, 2021

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამაგისტრო პროგრამებზე:

ჩარიცხვის მსურველთა ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო და გაგრძელდება 23 სექტემბრის ჩათვლით!

სარეგისტრაციო ფორმა - https://vbkuxpk7.paperform.co/

რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთები:

  1. 2 ფოტოსურათი, 3x4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
  3. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2021 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
  4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (ვაჟებისათვის);
  5. მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან - www.naec.ge) და სამაგისტრო გამოცდის ბარათი.
  6. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  7. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  8. რეზიუმე (CV) (ქართულ ენაზე)
  9. GAU-ს ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვის ქვითარი თიბისის რომელიმე ფილიალიდან.(გარდა EIGER-ის პროგრამისა) ჩვენი რეკვიზიტები:
    • შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
    • საიდენტიფიკაციო კოდი: 206169304
    • ანგარიშის ნომერი: GE36TB0623136020100005 (ბანკის კოდი: TBCBGE22)
    • გადახდის დანიშნულებაში მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება.
  10. განცხადება პრეზიდენტის სახელზე - იხილეთ განცხადების ფორმა 

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან მინიმუმ სამ ნაწილში გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

*საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება

რეგისტრაციის გავლის შემდეგ აპლიკანტს ჩაუტარდება ტესტირება ინგლისურ ენაში და გასაუბრება სპეციალობაში, აღნიშნული პროცედურები ჩატარდება ონლაინ.

გასაუბრებები ჩატარდება 25 სექტემბერს.

მაგისტრებისთვის სასწავლო პროცესი დაიწყება 27 სექტემბერს!

  • ბიზნესის სამაგისტრო პროგრამა:

დინარა სხულუხია, dina@gau.edu.ge, (+995) 599 291 951, (+995 32) 220 65 20 (203)

  • სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამები:

ელენე ცაია, elene.tsaia@gau.edu.ge, (+995) 555 333 248, (+995 32) 220 65 20 (102)

  • ევროპული ინტეგრაციის და შრომითი ურთიერთობების (EIGER) სამაგისტრო პროგრამა:

იზო კაპანაძე, izokapanadze@gau.edu.ge, (+995) 595 258 584, (+995 32) 220 65 20 (106)

  • ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამა:

თამარ ჭელიძე, tamarchelidze@gau.edu.ge, (+995) 555 326 009, (+995 32) 220 65 20 (205

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა