სამართლის საბაკალავრო პროგრამა მოწოდებულია სტუდენტს მისცეს არა მხოლოდ სრული თეორიული სამართლებრივი ცოდნა და ინფორმაცია, არამედ უნივერსიტეტის ფარგლებშივე ჩამოუყალიბოს მას აუცილებელი პროფესიული ჩვევები და გამბედაობა. სამართლის საბაკალავრო პროგრამაში ამ მიზანს ეფექტურად ემსახურება სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიული კლინიკა, სადაც ხდება სტუდენტის თეორიული ცოდნის „გაპრაქტიკულება“ რეალურ საქმეში მისი მონაწილეობით, კონსულტაციიდან სასამართლო წარმომადგენლობის ჩათვლით.

სამართლის საბაკალავრო პროგრამა აგებულია თეორიული და პრაქტიკული პროფილით, მასში გათვალისწინებულია კვლევითი კომპონენტიც თეზისის სახით.

საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის ეროვნული სამართლის სისტემის ძირითად თავისებურებებს, პრინციპებს და ინსტიტუტებს, მას აქვს ფართო შესაძლებლობა განახორციელოს ინდივიდუალური პროფილის ფორმირება ერთი სპეციალიზაციის მიხედვით, მაგალითად, სისხლის სამართალი, კერძო სამართალი, საჯარო სამართალი, საერთაშორისო სამართალი, ან სხვადასხვა სპეციალიზაციის საგნების კონცენტრაციით, მაგალითად სიღრმისეულად შეისწავლოს კერძო სამართალი ადმინისტრაციული სამართლის ელემენტებით, სისხლის სამართალი საერთაშორისო სამართლის ელემენტებით და ა. შ. უფრო მეტიც, პროგრამა თავად ითვალისწინებს დარგთაშორის კონცენტრაციას. მასში თავმოყრილია საგნები, რომლებიც მოიცავს თემატიკას სამართლის სხვადასხვა დარგში არსებული და ურთიერთდაკავშირებული პრობლემების შესახებ, მაგალითად, „არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის თავისებურებები საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით“, „კონსტიტუციური პრინციპების გავლენა  ქართულ სისხლის სამართალზე“, „შედარებითი სამართალი პრეცედენტული მნიშვნელობის სასამართლო გადაწყვეტილებების კონტექსტში“ და სხვა.

პროგრამა სტუდენტს ანიჭებს ფართო შესაძლებლობას გაიღრმავოს ზოგადი უნარ-ჩვევები არაიურიდიული საგნების შესწავლის გზით, აგრეთვე რვა სემესტრის განმავლობაში სრულყოფილად შეისწავლოს პროფესიული ინგლისური ენა. ინგლისური ენის სრულყოფილად დაუფლებას ხელს უწყობს ინგლისურენოვანი სასწავლო კურსებიც, რომლებიც პროგრამით სტუდენტს შეეთავაზება VII-VIII სემესტრებში.

პროგრამის ფარგლებში მოქმედი მოსამართლეების ორგანიზებით წარმატებულად მოქმედებს იმიტირებული სასამართლო პროცესების პროექტები.  

სამართლის საბაკალავრო პროგრამის წარჩინებული სტუდენტების აკადემიური და ინტელექტუალური წახალისების მიზნით უნივერსიტეტი ახორციელებს მათ მიერ წარმოდგენილი კვლევითი ინიციატივების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას.

საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ქვემოდ მოცემულ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მოქმედ გაცვლით პროგრამებში:

  • პარკი უნივერსიტეტი, შტატი მისური, აშშ (Park University, a Missouri nonprofil corporation)
  • ფორდამის უნივერსიტეტი, აშშ (Fordham University)
  • ამერიკული უნივერსიტეტი, აშშ (American University)
  • ვებსტერის უნივერსიტეტი, ათენი, საბერძნეთი (The Athens Campus of Webster University)
  • მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთი (Masaryk University)

პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - სამართლის საბაკალავრო პროგრამა.

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის / ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. იხ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ანკეტა/კითხვარი.

GAU-ში ჩაბარების მსურველმა აბიტურიენტებმა საჭიროა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციისას, საგანმანათლებლო პროგრამების / უნივერსიტეტების პრიორიტეტულ ჩამონათვალში მიუთითონ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის შესაბამისი კოდი. 

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

სტუდენტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

სასწავლო კურსის/კომპონენტის შეფასების სისტემის ცნობადობის გაზრდის მიზნით და გამჭვირვალობის პრინციპის გათვალისწინებით ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად დგინდება შეფასების ფორმების/შეფასების კომპონენტების სხვადასხვა შეფასების მეთოდის გაზომვის შეფასების კრიტერიუმები (იხილეთ სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსის შეფასების ფორმების/შეფასების კომპონენტების  შეფასების მეთოდების გაზომვის შეფასების კრიტერიუმების ინსტრუქცია)

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა – GPA* (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).

* კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: 
ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.*


სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი კვალიფიკაციის მისაღებად.

სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 4 წელი, 8 სემესტრი. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა, სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.

სავალდებულო სასწავლო კომპონენტში სტუდენტი აგროვებს 202 კრედიტს, არჩევითში 38 კრედიტს.

არჩევითი კრედიტის დაგროვება სტუდენტის ინტერესზეა დამოკიდებული და შესაძლებელია განხორციელდეს:

  • არჩევითი საგნებიდან ზოგადი უნარების განსავითარებლად;
  • კერძო/ბიზნეს სამართლის მოდულიდან;
  • სისხლის სამართლის მოდულიდან;
  • საჯარო სამართლის მოდულიდან;
  • საერთაშორისო სამართლის მოდულიდან;
  • დარგთაშორისი კონცენტრაციიდან;
  • ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლებით VII-VIII სემესტრში;
  • პრაქტიკული კომპონენტიდან;
  • კვლევითი კომპონენტიდან;
  • თავისუფალი კომპონენტის მეშვეობით.

პროგრამა, მობილობის და გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობის მიზნით, ითვალისწინებს თავისუფალ კომპონენტს - 9 კრედიტის მოცულობით, რომლის დაგროვებაც სტუდენტს შეუძლია:

  • სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან;
  • საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან;
  • უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  

სამართლის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

სწავლის საფასური - 2019-2020 სასწავლო წელი

GAU-ში სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 4,900* ლარს. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი გადახდებით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.

*სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებისთვის ყოველწლიური გადასახადი შეადგენს 4,900 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი*


დაფინანსება - 2019-2020 სასწავლო წელი

1. GAUგრანტი:
სახელწიფო გრანტების გარდა, მოქმედებს შიდა გრანტების სისტემა, რომელიც ძალაში იქნება სწავლების ოთხივე წლის განმავლობაში: 

  • იმისათვის, რომ მიიღოთ GAUგრანტი 400 ლარის ოდენობთ, GAU უნდა შემოხაზოთ პირველ ადგილზე.

2. დაფინანსება შიდა რეიტინგის (GPA) მიხედვით:
GAU-ს სტუდენტები ყოველი სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე (GPA) იღებენ ფასდაკლებას ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით, რომელიც ვრცელდება მომდევნო ერთი სემესტრის სწავლის გადასახადზე.

3. სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: ძირითად დარიცხულ თანხას გამოკლებული სახელმწიფო  სასწავლო გრანტი და დარჩენილ თანხას გამოკლებული ფასდაკლება შესაბამისი პროცენტით ან კონკრეტული თანხით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (გარდა რეიტინგის ფასდაკლებისა) აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება - თანხით ყველაზე მაღალი;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, (მათ შორის რეიტინგის ფასდაკლება) აკლდება რეიტინგის ფასდაკლებაც, მაგ: თუ სტუდენს ეკუთვნის 50%-იანი რეიტინგის ფასდაკლება და ასევე ერთი ოჯახის წევრების 20%-იანი ფასდაკლება, ძირითად დარიცხულ თანხას ვაკლებთ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ვაკლებთ 50% რეიტინგის ფასდაკლებას და ვაკლებთ დარჩენილი თანხის 20%-ს - ერთი ოჯახის წევრების ფასდაკლებას;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, მათ შორის თანხობრივი ფასდაკლება, პირველ რიგში აკლდება თანხობრივი და შემდეგ პროცენტული ფასდაკლება.*





სამაგისტრო პროგრამის ძირითადი მიზანია სამართლის შესაბამისი დარგების უზრუნველყოფა მაღალკვალიფიციური, უმაღლესი აკადემიური და ეთიკურის სტანდარტების მქონე კადრებით, რომლებიც მზად იქნებიან ინტეგრაციის, გლობალური და ლოკალური ხასიათის მოვლენების თანმხლები სამართლებრივი ცვლილებებისათვის. ამ მიზნით პროგრამაში გათვალისწინებულია სავალდებულო სასწავლო კურსი „ევროპული კავშირის ასოცირების ხელშეკრულების შინაარსი და  გავლენა ქართულ კანონმდებლობაზე“, აგრეთვე არჩევითი სასწავლო კურსები „საერთაშორისო ეკონომიკური სამართალი“, „საერთაშორისო საინვესტიციო სამართალი“ და სხვა, რაც იწვევს მათ მაღალკონკურენტუნარიანობას და დასაქმების დიდ შესაძლებლობას. ეს დასტურდება კიდეც კურსდამთავრებულთა დასაქმების არსებული სტატისტიკით.

ამავდროულად პროგრამა მიზნად ისახავს მისცეს სტუდენტს ფართო შესაძლებლობა ისარგებლოს შიდა და გარე მობილობის უფლებით და თავისუფლად მონაწილეობდეს გაცვლით პროგრამებში. ამას ხელს უწყობს პროგრამაში თავისუფალი კომპონენტის გათვალისწინება.

პროგრამის ინტერნაციონალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე პროგრამა შეიცავს კურსებს, რომლებიც აუცილებელი პირობაა შესაბამისი ქვეყნების სამართლებრივი სისტემების შესასწავლად. (მაგ. სასწავლო კურსი - „აშშ-სამართლებრივი სისტემები“, რომელსაც ინგლისურ ენაზე უძღვება ნიუ-ორკის უნივერსიტეტის პროფესორი, აუცილებელი წინაპირობაა აშშ-ში სამართლის პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად).

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ქვემოდ მოცემულ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მოქმედ გაცვლით პროგრამებში:

  • პარკი უნივერსიტეტი, შტატი მისური, აშშ (Park University, a Missouri nonprofil corporation)
  • ფორდამის უნივერსიტეტი , აშშ (Fordham University)
  • ამერიკული უნივერსიტეტი, აშშ  (American University)
  • ვებსტერის უნივერსიტეტი, ათენი, საბერძნეთი (The Athens Campus of Webster University)
  • მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთი  (Masaryk University)


პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - სამართლის სამაგისტრო პროგრამა.

მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს სამართლის ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჩააბარებს შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებას უცხო ენაში (ინგლისური) და გასაუბრებას სპეციალობაში.

სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა შეავსოს უცხო ენის (ინგლისური) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ტესტი. პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან პირველი საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვს უცხო ენაზე (ინგლისური) ტესტირებისგან თავისუფლდება.

სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია  წელიწადში ორჯერ,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

სტუდენტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

სამაგისტრო ნაშრომი ფასდება სასწავლო კურსის შეფასების სისტემით.

სასწავლო კურსის/კომპონენტის შეფასების სისტემის ცნობადობის გაზრდის მიზნით და გამჭვირვალობის პრინციპის გათვალისწინებით ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად დგინდება შეფასების ფორმების/შეფასების კომპონენტების სხვადასხვა შეფასების მეთოდის გაზომვის შეფასების კრიტერიუმები (იხილეთ სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსის შეფასების ფორმების/შეფასების კომპონენტების  შეფასების მეთოდების გაზომვის შეფასების კრიტერიუმების ინსტრუქცია)

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა – GPA* (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).

* კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: 
ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.*

სამართლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი კვალიფიკაციის მისაღებად.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 2 წელი, 4 სემესტრი.  ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი. სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.

სასწავლო კომპონენტში მაგისტრანტი აგროვებს 84 კრედიტს, პრაქტიკულ კომპონენტში - 6 კრედიტს, კვლევითში - 30 კრედიტს.

სასწავლო კრედიტის დაგროვება მაგისტრანტის ინტერესზეა დამოკიდებული და შესაძლებელია განხორციელდეს:

  • კერძო/ბიზნეს სამართლის მოდულიდან;
  • სისხლის სამართლის მოდულიდან;
  • საჯარო სამართლის მოდულიდან;
  • საერთაშორისო სამართლის მოდულიდან;
  • დარგთაშორისი კონცენტრაციიდან;
  • თავისუფალი კომპონენტის მეშვეობით.

პროგრამა მობილობის და გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობის მიზნით ითვალისწინებს თავისუფალ კომპონენტს 15 კრედიტის მოცულობით, რომელიც მაგისტრანტს შეუძლია დააგროვოს: 

  • იგივე სასწავლო მოდულის არჩევითი საგნებიდან;  
  • სხვა სასწავლო მოდულის სავალდებულო ან არჩევითი საგნებიდან;
  • სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან;
  • საქართველოს  სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან;
  • უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები  აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  


სამართლის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

სწავლის საფასური - 2019-2020 სასწავლო წელი

GAU-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 4,900* ლარი. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი ოდენობით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.

*სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებისთვის წლიური გადასახადი შეადგენს 4,900 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი.*


დაფინანსება - 2019-2020 სასწავლო წელი

1. 2016 წელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში (GAU) ამოქმედდა GAUგრანტი სამაგისტრო პროგრამებისთვის.
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს GAUგრანტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგი პრინციპით:

  • თუ თქვენ GAU-ს საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ხართ, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისგან მიიღებთ GAUგრანტს სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში;
  • თუ თქვენ სხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა გაქვთ დამთავრებული, ასევე გაქვთ GAUგრანტის მოპოვების შანსი:
    • თქვენი საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა* უნდა აღემატებოდეს ან უდრიდეს 40-ს, იმისთვის, რომ მიიღოთ GAUგრანტი სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში;  
    • თქვენი საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა* უნდა შეადგენდეს 35-39-ს, იმისთვის, რომ GAU-სგან მიიღოთ GAUგრანტი სწავლის გადასახადის 15%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში.
* რა არის საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა? საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა არის სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილში მიღებული კონკრეტული ქულების (გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა გამრავლებული უნივერსიტეტის მიერ მისთვის მინიჭებულ კოეფიციენტზე) ჯამი.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის გამოთვლის ნიმუში:
ვთქვათ, GAU-ს მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტია 60 (15; 15; 15; 15 თითოეულ ნაწილზე შესაბამისად)
კონკურსანტის შედეგები საერთო სამაგისტრო გამოცდაში:
  • რაოდენობრივი მსჯელობა - 18 (მაქს. ქულა 20)
  • ლოგიკური მსჯელობა - 13 (მაქს. ქულა 17)
  • ანალიტიკური წერა - 14 (მაქს. ქულა 20)
  • წაკითხულის გააზრება - 19 (მაქს. ქულა 21)
როგორ ითვლება საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა?
საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა ითვლება შემდეგნაირად: გამოცდის თითოეული ნაწილის ნორმირებული ქულა (მიღებული ქულა გაყოფილი მაქსიმალურ ქულაზე) მრავლდება შესაბამის კოეფიციენტზე (15) და ჯამდება:
18⁄20*15 + 13⁄17*15 + 14⁄20*15 + 19⁄20*15 = 13.5 + 11.5 + 10.5 + 13.6 = 49.1


2. სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: ძირითად დარიცხულ თანხას გამოკლებული სახელმწიფო  სასწავლო გრანტი და დარჩენილ თანხას გამოკლებული ფასდაკლება შესაბამისი პროცენტით ან კონკრეტული თანხით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება რომელიც გამოდის თანხით ყველაზე მაღალი;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ერთი ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით.*


სამართლის სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სამართლის მიმართულებით სამეცნიერო კვლევა და პედაგოგიური საქმიანობა განახორციელონ საერთაშორისო, შედარებითი და ინტერდისციპლინარული უნარების მქონე, მაღალკვალიფიციური კადრის მეთვალყურეობის ქვეშ.

სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სკოლა ხელს უწყობს სამეცნიერო  პროექტების განხორციელებას და კვლევითი ცენტრების (ინსტიტუტების) ჩამოყალიბებას საკუთარი აკადემიური პერსონალისა და სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულების კვლევითი ინიციატივების წახალისების მიზნით.

ამჟამად სკოლის ფარგლებში ფუნქციონირებს რუსეთის კვლევებისა და კონსტიტუციონალიზმის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ინსტიტუტები.

სკოლა იღებს ვალდებულებას სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ხელი შეუწყოს დოქტორანტს აკადემიური საზოგადოების წევრად ჩამოყალიბებაში.

უნივერსიტეტი სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს ანიჭებს  შესაძლებლობას, სასწავლო კომპონენტი შეასრულონ ან/და კვლევითი კომპონენტის გარკვეული ნაწილი განახორციელონ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მოქმედი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში:

  • პარკი უნივერსიტეტი, შტატი მისური, აშშ (Park University, a Missouri nonprofil corporation)
  • ფორდამის უნივერსიტეტი , აშშ (Fordham University)
  • ამერიკული უნივერსიტეტი, აშშ (American University)
  • ვებსტერის უნივერსიტეტი, ათენი, საბერძნეთი (The Athens Campus of Webster University)
  • მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთი (Masaryk University)


პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - სამართლის სადოქტორო პროგრამა.

საქართველოს მოქალაქისთვის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა სამართლის მაგისტრის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციისა და უცხო ენის (ინგლისური) ფლობა მინიმუმ B2 დონეზე;

უცხო ენის ცოდნის დონის გამოსავლენად აპლიკანტი აბარებს ტესტირებას დროებით საფაკულტეტო კომისიასთან; პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან პირველი ან/და მეორე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვს უცხო ენაზე (ინგლისური) ტესტირებისგან თავისუფლდება.

აპლიკანტი გასაუბრებას გადის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის (ფაკულტეტის) სადისერტაციო საბჭოსთან.  

სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული. 

დოქტორანტის მიერ შესაბამის სასწავლო კომპონენტში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კომპონენტის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კომპონენტის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

დოქტორანტის შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კომპონენტში დოქტორანტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა დოქტორანტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

დოქტორანტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

დისერტაციის შეფასება ხორციელდება იმავე ან მომდევნო სემესტრში, რომელშიც დოქტორანტი დაასრულებს მასზე მუშაობას. დისერტაცია, ფასდება ერთჯერადად (დასკვნითი შეფასებით).

დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომი ფასდება შეფასების შემდეგი სისტემის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი;
ძალიან კარგი (magna cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება;
კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება;
საშუალო (bene) – საშუალო დონის ნაშრომი, რომელიც წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებს;
დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს.

უარყოფითი შეფასებები:
არადამაკმაყოფილებელი (insufficient) – არადამაკმაყოფილებელი დონის ნაშრომი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს მასში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო;
სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს.

ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.

არადამაკმაყოფილებელის (insufficient) მიღების შემთხვევაში დოქტორანტს უფლება ეძლევა ერთი წლის განმავლობაში წარადგინოს გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომი, ხოლო სრულიად არადამაკმაყოფილებელის (sub omni canone) მიღების შემთხვევაში დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას.  


სამართლის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 180 კრედიტი კვალიფიკაციის მისაღებად.

სადოქტორო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 3 წელი, 6 სემესტრი. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დოქტორანტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი. სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა დოქტორანტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.

სამართლის სადოქტორო პროგრამა იყოფა სამ კომპონენტად: სასწავლო, სამეცნიერო - კვლევითი და თავისუფალი.

სასწავლო კომპონენტი არის სასწავლო ელემენტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას, ამზადებს მას სადისერტაციო ნაშრომის შესასრულებლად და მომავალი სამეცნიერო-კვლევითი ან/და პედაგოგიური საქმიანობისათვის.

სასწავლო კომპონენტში დოქტორანტი აგროვებს 60 კრედიტს, კვლევით კომპონენტში - 120 კრედიტს.  

პროგრამა მობილობის და გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობის მიზნით ითვალისწინებს თავისუფალ კომპონენტს - 15 კრედიტის მოცულობით, რომელსაც დოქტორანტი აგროვებს სასწავლო კომპონენტის ნაცვლად:

  • სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან;
  • საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან;
  • უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  


სამართლის სადოქტორო პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.

სწავლის საფასური - 2019-2020 სასწავლო წელი

GAU-ს სამართლის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 5,000 ლარი.

უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.


დაფინანსება - 2019-2020 სასწავლო წელი

1. დაფინანსება GAU-ს კურსდამთავრებული სტუდენტებისთვის :
თუ თქვენ GAU-ს საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული ხართ, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისგან მიიღებთ GAU-გრანტს სწავლის გადასახადის 20%-ის ოდენობით სწავლების მთელი პერიოდის განმავლობაში.

2. სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება რომელიც გამოდის თანხით ყველაზე მაღალი;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ერთი ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით.*


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


ლალი წურწუმია

ლალი წურწუმია

სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

სამართლის საბაკალავრო პროგრამა, სადოქტორო პროგრამები

(+995) 595 295 890
(+995 32) 220 65 20 (105)
ltsurtsumia@gau.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


ელენე ცაია

ელენე ცაია

სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

სამართლის და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამები

(+995) 555 333 248
(+995 32) 220 65 20 (102)
elene.tsaia@gau.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


ლალი წურწუმია

ლალი წურწუმია

სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

სამართლის საბაკალავრო პროგრამა, სადოქტორო პროგრამები

(+995) 595 295 890
(+995 32) 220 65 20 (105)
ltsurtsumia@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა