GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანი, ნატა ბაჯიაშვილი და ვიცე-დეკანი, ნინო ლოლაშვილი 29-30 აპრილს სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდნენ!
ვიზიტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა სამ წამყვან უნივერსიტეტთან:
- Osmaniye Korkut Ata University
- Toros University
- Tarsus University
აღნიშნული თანამშრომლობა ითვალისწინებს:
- სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს
- ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას
- საერთაშორისო კონფერენციებში თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას
ვიზიტები განხორციელდა IKSAD-ისა და საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ასოციაციის მხარდაჭერით, რომლებთანაც უნივერსიტეტი 2025 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ნაყოფიერად თანამშრომლობს.
აღნიშნული ნაბიჯები მნიშვნელოვანია GAU-ს ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიისთვის, რაც აძლიერებს უნივერსიტეტის პოზიციებს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი სტუდენტებისთვის.