სიახლეები და ღონისძიებები

იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო!

იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო!

ორშაბათი, 09 დეკემბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ორგანიზებით უკვე მეორე წელია აორგანიზებს იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის.

იმიტირებული სასამართლო პროცესი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საგანმანათლებლო მეთოდად თანამედროვე სამართლის სწავლებაში. კონკურსამდე სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ პროფესიული ტრენინგი პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში. მონაწილეები თეორიულ საკითხებთან ერთად პრაქტიკოსი იურისტებისაგან მიიღებენ რეკომენდაციებს, დადგამენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს და შეითავსებენ პროცესის მონაწილეთა როლებს. კონკურსში ჯგუფები კონკრეტული მკვლელობის საქმეს განიხილავენ და ნაფიცი მსაჯულების (და/ან მოსამართლეების) წინაშე იმიტირებულ სასამართლო პროცესს გამართავენ.  

ტრენინგების და შეჯიბრის დროს სკოლის მოსწაველეებს მიეცემათ შეასძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი თავი, ისინი შეძლებენ  სამართლებრივ-ანალიტიკურ კვლევას და წერილობითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.  ორატორული ნიჭის გამომჟღავნებას, დებატების ხელოვნების წარმოჩენას და სასამართლო პროცესში აქტიურ ჩართულობას.  

კონკურსი იქნება  პირველი ინსტანციის სასამართლოს სიმულაცია, სადაც მონაწილეებს  მოუწევთ გამოსვლა ნაფიცი მსაჯულების (და/ან მოსამართლეების) წინაშე  და საკუთარი პოზიცის დასაბუთება. იმიტირებული სასამართლოს პროცესის ჩატარების დროს წარმოდგენილი იქნება  ყველა აუცილებელი კომპონენტი, რათა ის მაქსიმალურად იყოს მიახლოებული რეალური სასამართლო პროცესთან.  

ტურნირი შედგება სამი ეტაპისგან:

1. წინა მოსამზადებელი ტრენინგი

7 დეკემბერს, მონაწილე გუნდებს ჩაუტარდებათ სპეციალური ტრენინგი. ტრენინგის შემდეგ კი გააცნობენ კაზუსებს, რომლებზეც შემდგომში მოუწევთ მუშაობა.

2. ჯგუფური ეტაპი - 14 დეკემბერი:  

14 დეკემბერს საქალაქო სასამართლოში ჩატარდება ჯგუფური/შესარჩევი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდება 2 ფინალისტი გუნდი.

3. ფინალური ეტაპი - 22 დეკემბერი:

22 დეკემბერს კი ჩატარდება ფინალური ეტაპი, უზენაეს სასამართლოში


იმიტირებული სასამართლო პროცესების 2019 წლის კონკურსში მონაწილეობას იღებს 10 სკოლის გუნდი. მათ უკვე ჩაუტარდათ სპეციალური ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებიბის და დიპლომატიის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ლევან ვეფხვაძე. მონაწილე გუნდები გაეცნენ კაზუსებს, რომელებზე მუშაობაც შემდგომში მოუწევთ. ჯგუფური შესარჩევი ეტაპი გაიმართება 14 დეკემბერს, საქალაქო სასამართლოში.

GAU წარმატებას უსურვებს ყველა მონაწილეს!  

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა