შენობა-ნაგებობათ რეკონსტრუქციის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი მშენებელი ინჟინრები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან თანამედროვე ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით, შეძლებენ დარგის დინამიურ მოთხოვნებზე რეაგირებას უახლესი მეთოდებით, მიდგომებითა და ინსტრუმენტებით, ასევე დარგის განვითარებაში წვლილის შეტანას, შენობების რეკონსტრუქციის სათანადო დაგეგმვასა და განხორციელებას და დასაქმების ბაზარზე პროფესიული ეთიკის დამკვიდრებას.
პროგრამა ამზადებს პროფესიონალებს, ღრმა თეორიული ცოდნითა და მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარით, რომლებსაც შეეძლებათ სხვადასხვა ტიპის რეკონსტრუქციის პროექტების დაგეგმვა და განხორციელება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს ექნება ღრმა და სისტემატური ცოდნა შენობებისა და ნაგებობების სტრუქტურული ანალიზის, კვლევისა და მონიტორინგის, შენობებისა და მზიდი კონსტრუქციების აღდგენისა და გამაგრების მეთოდებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების, რეკონსტრუქციის სამუშაოების ორგანიზების, პროექტის მართვისა და ზედამხედველობის შესახებ. ისინი აითვისებენ შენობების ციფრული საინფორმაციო მოდელირების (BIM) ინსტრუმენტებს და შეძლებენ გათვალისწინონ შენობებისა და ნაგებობების რეკონსტრუქციისთვის აუცილებელი ისეთი გარემო პირობები და სხვადასხვა ფაქტორები, როგორიცაა სეისმური წინააღმდეგობა, ურბანული გარემო, ტრანსპორტის დაგეგმვა და ა.შ.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციის სამაგისტრო პროგრამა
შენობებისა და ნაგებობების რეკონსტრუქციის მაგისტრატურის პროგრამის ფარგლებში, კვალიფიკაციის მისაღებად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი.
მაგისტრატურაზე სწავლის სტანდარტული ხანგრძლივობაა 2 წელი, 4 სემესტრი. ერთი აკადემიური წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ანუ სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა, სტუდენტის ინდივიდუალური სამუშაო დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.
შენობებისა და ნაგებობების რეკონსტრუქციის მაგისტრატურის პროგრამა დაყოფილია საგანმანათლებლო, პრაქტიკულ და კვლევით კომპონენტებად. ის ასევე მოიცავს თავისუფალ კომპონენტს.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: სასწავლო გეგმა
სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.
სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:
დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.
უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.
(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.
სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.
დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.
დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.
სტუდენტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.
სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა – GPA* (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).
| * კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.* |
GAU-ს შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 3,300* ლარი. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი ოდენობით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.
უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.
|
|
სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.
* არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჩააბარებს შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებას უცხო ენაში (ინგლისური) და გამოცდას სცეპიალობაში. საგამოცდო საკითხების ლინკი
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა შეავსოს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ტესტი. პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან პირველი საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურენაზე, ტესტირებისგან თავისუფლდება.
ინფორმატიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.
შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული.