GAU-ს მედიცინის სკოლის NAEMT-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი 5 წლისაა!
პარასკევი, 05 დეკემბერი, 2025
2020 წლის დეკემბერში GAU-ს მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი ამერიკული ორგანიზაცია NAEMT-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი გახდა და დანერგა პრე-ჰოსპიტალური ტრავმის მართვის პროგრამა (PHTLS) საქართველოში.
5 წლის განმავლობაში ტრენინგ ცენტრმა:
- ათასობით ადგილობრივი და უცხოელი ექიმი, ექთანი, პარამედიკოსი, მედიკი და სტუდენტი გადაამზადა, აუმაღლა კვალიფიკაცია, მისცა ახალი ცოდნა და უნარები
- თარგმნა და გამოსცა პრე-ჰოსპიტალური ტრავმის მართვის (PHTLS) წიგნი ქართულ ენაზე
- დანერგა NAEMT-ის სხვა ტრენინგებიც