შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციის სამაგისტრო პროგრამაზე მობილობით მიღება იწყება!
სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
ერთადერთი სამაგისტრო პროგრამა საქართველოში, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას დაეუფლო:
თანამედროვე რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციისა და სტრუქტურული განახლების სრულ სასიცოცხლო ციკლს და მიიღო მშენებლობის მაგისტრის ოფიციალური კვალიფიკაცია.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციის სამაგისტრო პროგრამა იწყებს მობილობით მაგისტრების მიღებას...
პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო პრაქტიკის სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე, ხოლო ხარისხი და სტრუქტურა შეფასებულია ფინეთის წამყვანი უნივერსიტეტების - ტამპერესა და პორის პროფესორების მიერ, რაც უზრუნველყოფს მის შესაბამისობას ევროპულ აკადემიურ და საინჟინრო სტანდარტებთან.
გაეცანი შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციის სამაგისტრო პროგრამას: https://shorturl.at/XKRSa