გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის თურქეთში, მანისას ჯელალ ბაიარის უნივერსიტეტში!
ორშაბათი, 24 ნოემბერი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მედიცინის სკოლის აკადემიური პერსონალისთვისევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, თურქეთში მანისას ჯელალ ბაიარის უნივერსიტეტში!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლისაკადემიურ პერსონალს;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 140 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 275 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი;
- ბიომეტრული პასპორტი;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა - Mobility Agreement Teaching.
შერჩევის კრიტერიუმები:
შესარჩევი პროცესი:
- კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- ხანგრძლივობა - 7 დღე;
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 1 დეკემბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციოდოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: “მანისას ჯელალ ბაიარის უნივერსიტეტი, აკადემიური პერსონალი"
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge, keso.mechurchlishvili@gau.edu.ge