სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება კონკურსი გაცვლით პროგრამაზე Babes-Bolyai უნივერსიტეტში, რუმინეთი!

ცხადდება კონკურსი გაცვლით პროგრამაზე Babes-Bolyai უნივერსიტეტში, რუმინეთი!

ხუთშაბათი, 08 ივნისი, 2023

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამაზე, Babes-Bolyai უნივერსიტეტში, რუმინეთი!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადმინისტრაციულ პერსონალს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 140 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
  • 275 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

სააპლიკაციო დოკუმენტის ჩამონათვალი:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ბიომეტრული პასპორტი;
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

შერჩევის კრიტერიუმები: 

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • ივლისი, 2023 წელი, ხანგრძლივობა - 5 დღე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 16 ივნისის, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ,,Babes-Bolyai, ადმინისტრაციული პერსონალი"

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა