სიახლეები და ღონისძიებები

კონკურსი სტუდენტებისთვის: MUN Summit

კონკურსი სტუდენტებისთვის: MUN Summit

ოთხშაბათი, 07 ივნისი, 2023

აჩვენე კალენდარზე

საქართველოში პირველად გლობალური MUN Summit 2023 იწყება! 

ყველაზე მასშტაბური გაეროს საერთაშორისო მოდელირება გააერთიანებს ასობით ახალგაზრდა ლიდერს, რომლებიც იმსჯელებენ გლობალურ გამოწვევებზე, განიხილავენ საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებს, წარმოადგენენ ახალ იდეებს და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სამყაროს შეცვლიან უკეთესობისკენ. 

MUN Summit-ის ფარგლებში ვაცხადებთ კონკურსს კომიტეტის ხელმძღვანელის და ორგანიზატორის პოზიციაზე!  

კომიტეტის ხელმძღვანელობა გულისხმობს 3 დღის განმავლობაში, 20 დელეგატისგან დაკომპლექტებული გუნდის მართვასა და კონფერენციის აკადემიურ წინამოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურ ჩართულობას. 

ორგანიზატორების გუნდი 3 დღის მანძილზე აქტიურად იქნებიან ჩართულები კონფერენციის საორგანიზაციო ნაწილში, რაც გულისხმობს დელეგატების დელეგირების, რეგისტრაციის პროცესს, კომიტეტების მართვას ხელმძღვანელებთან ერთად და ა.შ 

ქართულ–ამერიკულ უნივერსისტეტი კანტის აკადემიასთან პარტნიორობით  MUN Summit-ს 30 ივნისიდან – 3 ივლისის ჩათვლით ვუმასპინძლებთ!

კომიტეტის ხელმძღვანელობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია 10 ივნისამდე:   https://shorturl.at/bvGT4

ორგანიზატორობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია 10 ივნისამდე:   https://shorturl.at/fjyBL

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა