სიახლეები და ღონისძიებები

BMB (Building & Managing Business) - გამოსაშვები ღონისძიება 2015

BMB (Building & Managing Business) - გამოსაშვები ღონისძიება 2015

სამშაბათი, 28 ივლისი, 2015

აჩვენე კალენდარზე

28 ივლისს GAU-ში ბიზნესის ადმინისტრირების (BMB) კურსის მორიგი გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. ამავე დღეს გამოვლინდა საუკეთესო პროექტი, რომელიც BMB-ის ტრენერებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობა GAU-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა მიიღო და BMB-ის მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. 

საუკეთესო პროექტის არჩევა ჟიურის წევრებისთვის არ იყო იოლი. პროექტის შინაარსი, ფორმატი და პრეზენტაცია - ამ კრიტერიუმებით გამოვლინდა გამარჯვებული ნამუშევარი, რომლის ავტორებიც რაულ აგიკიანი, ნუკრი ბოჭორიშვილი არიან. მათ საგანგებო სიგელები და კურსის ღირებულების ოდენობით ფულადი ჯილდო გადაეცა.

ტრენერთა რეკომენდაციები BMB-ის კურსის ფარგლებში მომზადებულ პროექტებზე ყველა მონაწილემ მიიღო. მათ ბიზნეს გეგმა რეალურ ქეისებზე, არსებულ ბიზნეს პროექტებსა და იდეებზე მოამზადეს. BMB-ის კურსის შედეგად ამაღლებული კვალიფიკაცია და მიღებული რჩევები მსმენელებს საკუთარი საქმიანობის განვითარებასა და გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.

ღონისძიება ბრენდირებული ტორტის გაჭრით და საზეიმო მიღებით დასრულდა.

წარმატებას და წინსვლას ვუსურვებთ BMB-ის კურსდამთავრებულებს!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა