სიახლეები და ღონისძიებები

BMB 2015 - პროექტების დაცვა

BMB 2015 - პროექტების დაცვა

შაბათი, 25 ივლისი, 2015

აჩვენე კალენდარზე

ბიზნესის ადმინისტრირების (BMB) კურსზე მორიგი ნაკადის დამამთავრებელი ეტაპი შედგა - 25 ივლისს 12 საათზე მსმენელებმა ჯგუფური და ინდივიდუალური პროექტები დაიცვეს. 

მომსახურებისა და წარმოების სფეროში ბიზნეს გეგმები BMB-ის კურსის სტუდენტებმა GAU-ში გავლილი კურსის საფუძველზე, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით მოამზადეს. 

წარმოდგენილი იყო 6 პროექტი, რომელთაგან ერთ გამარჯვებულს კურსის ტრენერებისგან შემდგარი ჟიური ხვალ, 28 ივლისს, გამოავლენს.

BMB-ის კურსის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ სტუდენტებს წარმატებული პროექტით სწავლის საფასურის უკან მიღება შეუძლიათ - საუკეთესო ნამუშევარს ფულადი ჯილდო სწორედ იმ ოდენობით გადაეცემა, რაც GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების კურსის ღირებულებაა.

წარმატებას ვუსურვებთ BMB-ის მსმენელებს და ველოდებით ხვალინდელ დღეს :)

შეგახსენებთ, მსმენელები ბიზნეს ქეისს სურვილისამებრ ირჩევენ. ძირითადად ეს მათი საკუთარი ბიზნესის განვითარების ან მომავალი ბიზნესის გეგმის შედგენაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მსმენელთა კარიერულ წინსვლას.

გამოცდილი ტრენერების რეკომენდაციები და BMB-ის კურსის შედეგად ამაღლებული კვალიფიკაცია მათ საკუთარი საქმიანობის განვითარებისა და გაუმჯობესების საშუალებას აძლევს.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა