სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის კოოპერატიულ სახელმწიფო უნივერსიტეტში! (DHBW Lörrach)

ცხადდება გაცვლითი პროგრამა გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის კოოპერატიულ სახელმწიფო უნივერსიტეტში! (DHBW Lörrach)

სამშაბათი, 06 მაისი, 2025

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაზე გერმანიაშიბადენ-ვურტემბერგის კოოპერატიულ სახელმწიფო უნივერსიტეტში (DHBW Lörrach). პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესის ადმინისტრირებისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამების მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებსა და იგივე პროგრამების მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან გერმანული ენების B2 დონეზე ცოდნა;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში

დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • სტიპენდია 992 ევროდ ოდენობით;
  • შერჩეულმა სტუდენტებმა თავად უნდა ააზღაურონ მგზავრობის ხარჯები;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  • პასპორტის ფოტო;
  • Learning Agreement (გაეცანით: გზამკვლევი ქართველი სტუდენტებისთვის);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ინგლისური ან გერმანული ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის - ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი).

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 8 მაისის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: DHBW ლორახიბაკალავრი (ან მაგისტრი)

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge keso.mechurchlishvili@gau.edu.ge


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა