სიახლეები და ღონისძიებები

კოტლერის წიგნის პრეზენტაცია GAU-ში!

კოტლერის წიგნის პრეზენტაცია GAU-ში!

სამშაბათი, 06 მაისი, 2025

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში თანამედროვე მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოს - Essentials of Modern Marketing (EOMM) _ის პრეზენტაცია გაიმართება, რომლის თანაავტორი GAU-ს ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანი, ნატო ტორონჯაძეა.

სახელმძღვანელოს ინგლისურენოვანი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია Amazon-ზე, ხოლო ქართული გამოცემა 2025-2026 სასწავლო წლიდან ტოპ ბიზნეს სკოლების სწავლების განუყოფელი ნაწილი გახდება.

პრეზენტაციის ფარგლებში მიმოვიხილავთ წიგნში შეტანილ ქართულ წარმატების ისტორიებსა და GAU-სა და Cavea+-ის ერთობლივ პროექტს – „ცვალებად ნიშნებს“.

ასევე, ამ დღის ფარგლებში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ,,ლურჯ ოკეანესთან და გაიმართება „გამომცემლობა პალიტრა L”-ის წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც სტუდენტები წიგნების შეძენას 30%-60%-მდე ფასდაკლებით შეძლებენ.

  • თარიღი: 8 მაისი, 13:30 საათი
  • მისამართი: მერაბ ალექსიძის ქ.10 - (აუდიტორია მე-200)

დასწრება თავისუფალია

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა