სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა კორეაში, სონგშინის ქალთა უნივერსიტეტში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა კორეაში, სონგშინის ქალთა უნივერსიტეტში!

ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერისტეტი აცხადებს გაცვლით პროგრამას კორეაშისონგშინის ქალთა უნივერსიტეტშიპროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2026-2027 სასწავლო წლისშემოდგომის სემესტრი).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ GAU- ბიზნეს ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის, ასევე, ინფორმატიკისა და ინჟინერიის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის საბაკალავრო პროგრამის, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს.
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც მდედრობითიასევე მამრობითი სქესის წარმომადგენლებს.
  • საშუალო შეწონილი ქულა (GPA) უნდა აღემატებოდეს 3.0-.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნარაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად (საერთაშორისო სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად);
  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებამობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხებაროგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისადსტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

 დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • ყოველთვიური სტიპენდია, დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში;
  • ფრენის ხარჯების ანაზღაურება დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში ;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • სასურველია ინგლისური ენის სერტიფიკატი
  • დეკანის რეკომენდაცია (მხოლოდ სამართლისა და ჰუმანიტარული სკოლებისთვის)

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის მიღება/შემოწმება (ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტაციის შემოწმება/კანდიდატურის არჩევასტიპენდიის მონიჭება (მიმღები უნივერსიტეტი - Sungshin Women's University

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 9 მარტის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატშიშემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: სონგშინის ქალთა უნივერსიტეტიბაკალავრი.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge  keso.mechurchlishvili@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა