European Study Trip

ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2023

აჩვენე კალენდარზე

„ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“ ეს არის გზა, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე გვაქვს გასავლელი. ამიტომ ვშრომობთ რომ სტუდენტებისთვის, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა შევქმნათ, რათა თქვენ გაუმრავალფეროვადნეთ და გაბედულად შექმნათ ის დღის წესრიგი, რომელიც თავისუფლებას, წარმატებასა და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას.

პრაგმატიზმი, თავისუფლება და მრავალფეროვნება ეს ის ღირებულებებია, რომელზეც დგას ევროპული გაერთიანება. მისკენ სწრაფვა კი, ჩვენი გააზრებული, პრაგმატული და კანონზომიერი არჩევანია.

„ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ - ესაა ევროკავშირი, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გავლენიანი გაერთიანება, რომელიც ყველაზე ეფექტურად იცავს ერი-სახელმწიფოების იდეას, კულტურებს, რელიგიებს, ეთნიკურ მახასიათებლებს და ამით ქმნის უნიკალურ მრავალფეროვნებას. 

ჩვენ უკვე ავირჩიეთ ევროპა, თავისუფლებისთვის და მეტი კეთილდღეობისთვის კი, როგორც ილია იტყოდა მეტი ცოდნა და შრომა გვჭირდება. სწორედ ამიტომ, GAU პარტნიორებთან ერთად იწყებს საერთაშორისო პროექტების ახალი პლატფორმის შექმნას, რომელიც მთელი წლის განმავლობაში განახორციელებს პროგრამებს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ეს არის ახალი შესაძლებლობა ჩვენი და არამარტო ჩვენი სტუდენტებისთვის გაიფართოვეთ ხედვები, გაიმდიდროთ კავშირები და გაიზარდოთ გავლენა, რაც მსოფლიო მასშტაბით მეტად კონკურენტუნარიანებად გაქცევთ. 

მასშტაბური აზროვნება დღევანდელ მსოფლიოში წარმატებისთვის აუცილებელი უნარია, ამიტომ ჩვენებურად ასე გეტყვით:
მიღე ჩვენს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა და გაუგლობალიზდი ანუ შენი ცოდნა, უნარები, ხედვები, და კავშირები გახადე გლობალური.

GAU პარტნიორებთან ერთად, საგანმანათლებლო ტურისთვის, ბრიუსელში, შეარჩევს 10 ახალგაზრდას, მათ, ვისაც პოლიტიკა, დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპული ინსტიტუტები და ახალი ევროპული კავშირების გაღრმავება აინტერესებს.

რატომ არის ევროპა და ევროპული ღირებულებები ჩვენი არჩევანი, როგორც მიიღება გადაწყვეტილებები ევროპულ ინსტიტუციებში, რა ღირებულებების გარშემო ერთიანდებიან ევროპელები, რა არის მათი მთავარი გამოწვევა დღეს და რას ფიქრობენ საქართველოსა და მის მომავალზე? ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რაც განიხილება პროექტის ფარგლებში შეხვედრებისა და ვორქშოფების ფორმატში.

ევროპული ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ეწვევიან მათთვის დაგეგმილ ღონისძიებებს შემდეგ ინსტიტუტებში:

            </div>
                                                    <div class=

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა