სიახლეები და ღონისძიებები

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია GAU-ში!

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია GAU-ში!

ოთხშაბათი, 11 მაისი, 2022

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ლიტერატურის, ენის, ისტორიისა თუ ფოლკლორის საკითხებს. 

წელს დაიგეგმა კონფერენციის სამეცნიერო ნაწილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სტუდენტები.

კონფერენცია გაიმართება ქართულ-ამერიკულ უნივერსტიტეტში 15 მაისს, 12:00 საათზე (საკონფერენციო დარბაზში).

მონაწილეთა სია:

1. ნამილ გასანოვი – თვალის შემცველი ფრაზეოლოგიზმები აზერბაიჯანულში ქართულთან მიმართებით

2. უშანგი ხორნაული – პოლიტიკური პარტნიორების ძიება ევროპაში – თეიმურაზ I

3. მზეო ვანაძე – ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხები

4. სალომე შველიძე – ჩა- ზმნისწინის სპეციფიკური გამოყენებისთვის

5. ნიკოლოზ ჭიკაიძე – მუხრან მაჭავარიანი – პიროვნება და შემოქმედი

6. ნატო ჯორბენაძე – შეგნებული არჩევანი თუ პოლიტიკური გათვლა – ქართველთა ელჩობა ლუი XVI-ის კარზე

7. სანდრო ჩემინავა – დაცემული ანგელოზის სახე ,,ღვთაებრივ კომედიაში“

8. მეგი მეგრელიშვილი – ილია ჭავჭავაძე 1906-1907 წლებში

9. ნიკოლოზ წურწუმია – შური თუ სტრატეგიული გადაწყვეტილება – გარნისის ბრძოლა

10.მარიამ დალაქიშვილი – ქონება-უქონლობის სახელთა წარმოებისათვის ,,ვეფხისტყაოსანში“

11. მეგი ცხადაია – არნოლდ ჩიქობავა – ქართველი ენათმეცნიერი

12.ნიკოლოზ ჭიკაიძე – უილიამ ფოლკნერის პერსონაჟები რომანიდან ,,ხმაური და მძვინვარება“

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა