GAU-ში სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა
ხუთშაბათი, 28 მაისი, 2026
22-23 მაისს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ორგანიზებით სტუდენტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია, ტრადიციულად, ლიტერატურის, ენის, ისტორიისა თუ ფოლკლორის საკითხებს მიეძღვნა.
მასში მონაწილეობა GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სტუდენტებმა მიიღეს, რომელთა ნაშრომებიც ჟურნალში „სტუდენტური ალმანახი“ დაიბეჭდება.