სიახლეები და ღონისძიებები

ღია კარის დღე GAU-ში!

ღია კარის დღე GAU-ში!

პარასკევი, 15 აპრილი, 2022

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გიწვევს ღია კარის დღეზე

გაინტერესებს პროგრამების ახალი ფასები? გაქვს კითხვები GAU-ს ფაკულტეტებთან დაკავშირებით? გსმენია GAU-ს გრანტების შესახებ, რომელსაც აბიტურიენტებს ვთავაზობთ?

მოდი GAU-ს ღია კარის დღეზე, 4 მაისს, 16:00-ზე! ჩვენი კამპუსი მდებარეობს თბილისში, მერაბ ალექსიძის #10-ში.

  • 16:00 - გაიგე ყველაფერი განახლებული სწავლის საფასურის, დაფინანსების სისტემის (GAU-გრანტი+ და TOP გრანტი), გაცვლითი პროგრამებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ.
  • 16:30 - შეხვდი შენთვის საინტერესო მიმართულების დეკანს და მიიღე სრულყოფილი ინფორმაცია სასწავლო პროგრამებსა და სწავლის პროცესზე!

გაიგე მეტი არჩეული პროფესიისა და სასურველი საქმიანობის შესახებ.

პანდემიის გათვალისწინებით, უნივერსიტეტში დაცული იქნება ყველა რეკომენდაცია. დამსწრეთა რაოდენობა იქნება ლიმიტირებული, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება რამდენიმე სესია, რათა ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს სასურველი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.

  • იმისათვის რომ, დაესწროთ ღია კარის დღეს, გაიარეთ რეგისტრაცია: https://bit.ly/35oBzrQ

 გთხოვთ თან იქონიეთ პირბადე და დაიცავით სოციალური დისტანცია!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა