სიახლეები და ღონისძიებები

Web development-ის საფუძვლების მოკლევადიანი კურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

Web development-ის საფუძვლების მოკლევადიანი კურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

ხუთშაბათი, 14 აპრილი, 2022

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს გიწვევთ WEB დეველოპმენტის საფუძვლების მოკლევადიან კურსსზე. 


კურსი სამი ლექციისგან შედგება და მოიცავს შემდეგ თემებს:

  1. ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის მიმოხილვა
  2. ვებ გვერდის აგების საბაზისო HTML, CSS ტექნოლოგიები
  3. ვებსაიტის ჰოსტინგზე განთავსება

კურსის ხელმძღანელი: 

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბესო ტაბატაძე


ლექციები ჩატარდება ონლაინ, Zoom-ის გამოყენებით.

ჩატარების პერიოდი 27 აპრილი - 2 მაისი

პირველი ლექცია - 27 აპრილი 16:00 საათი
მეორე ლექცია - 30 აპრილი 12:00 საათი
მესამე ლექცია - 2 მაისი 16:00 საათი


კურსის გავლის შედეგად მოსწავლეებს შეექმნებათ ზოგადი წარმოდგენა ვებსაიტის აგების შესახებ, ასევე მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას IT ინდუსტრიისა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების შესახებ.


პროექტში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით. რეგისტრაცია გრეძელდება 25 აპრილის ჩათვლით.

აპლიკანტები შეირჩევიან სამოტივაციო წერილზე დაყრდნობით. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კი, თითოეული მონაწილე მიიღებს დამადასტურებელ სერტიფიკატს.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა