სიახლეები და ღონისძიებები

სემიოტიკის მე‐12 სამეცნიერო კონფერენცია: ციფრული ეპოქა და სემიოტიკა

სემიოტიკის მე‐12 სამეცნიერო კონფერენცია: ციფრული ეპოქა და სემიოტიკა

ხუთშაბათი, 01 დეკემბერი, 2022

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა და სემიოტიკის კვლევითი ცენტრი გიწვევთ სემიოტიკის მე-12 სამეცნიერო კონფერენციაზე.

წლევანდელი კონფერენციის თემაა ციფრული ეპოქა და  სემიოტიკა.

ციფრულმა ეპოქამ სემიოტიკაც ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. იცვლება ადამიანის ცნობიერებაც და, შესაბამისად, აზრის გამოხატვის ფორმები;  ერთი მხრივ, მნიშვნელობები დაკარგეს ნიშნებმა და, მეორე მხრივ, ძალას იკრებს ახალი სემიოზისი. ციფრული პლანეტა, კიბერ-ქალაქი, ადამიანის ახალი, ციფრული იდენტობა, ნაპრალი რეალურსა და ვირტუალურს შორის, სოციალური ქსელების კომუნიკაცია, ახალი ნიშნები... ვიზუალური კომუნიკაციის აქტივაცია, ემოჯების ენა... ციფრული გლობალიზაცია, ციფრული ხელოვნება; მინიმალიზმი, როგორც სტილური ნიშანი, ციფრული მედია, მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზი - ეს და მრავალი სხვა საკითხი განიხილება კონფერენციაზე. 

კონფერენცია გაიმართება 17 დეკემბერს, დღის 12 საათიდან, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

იხილეთ კონფერენციის პროგრამა. 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა