სიახლეები და ღონისძიებები

Staff Mobility Program 2021 GAU-ს პროფესორებისთვის

Staff Mobility Program 2021 GAU-ს პროფესორებისთვის

პარასკევი, 24 სექტემბერი, 2021

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორები Erasmus + KA107 mobility for staff teaching-ის ფარგლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრებიან. ვიზიტის განმავლობაში ჩვენი პროფესორები მიმღებ უნივერსიტეტებში წაიკითხავენ ლექციებს.

აღნიშნული პროგრამა ასევე, ითვალისწინებს მიმღები უნივერსიტეტების პროფესორების ვიზიტს GAU-ში და ლექციების წაკითხვას ჩვენი სტუდენტებისთვის.

ლექტორები, რომლებიც მიმდინარე სემესტრში გაემგზავრებიან ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში:

  • ნიკოლოზ მაღლაფერიძე - ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა - ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია;
  • დინა ასლამაზიშვილი - ბიზნესის სკოლა - ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია;
  • ბესიკი ტაბატაძე - ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა - ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია;
  • თამარ ხატელიშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა - პიტეშტის უნივერსიტეტი, რუმინეთი;

ამავე, პროგრამის ფარგლებში GAU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, თამარა მეჭურჭლიშვილი დაესწრება International staff week-ს, რომელიც გაიმართება პორტუგალიაში, კოიმბრას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.

#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა