ბესიკ ტაბატაძე

ლექტორები ბესიკ ტაბატაძე

ბესიკ ტაბატაძე

besiktabatadze@gau.edu.ge

ასოცირებული პროფესორი

ბესიკ ტაბატაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტი გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობით 2005 წელს.  2011 წელს ილიას უნივერსიტეტში დაიცვა სამა­გისტრო ნაშრომი თემაზე „ერთი არაწრფივი კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური გან­ტოლებების სისტემის მიახლოებითი ამოხსნა“. 2020 წელს სოხუმის სახელმწიფო უნი­ვერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „ზოგიერთი არაწრფივი დიფუზიური სისტემის მიახლოებითი ამოხსნა“, არის გამოყენებითი მათემატიკის დოქტორი.

ის არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. აქვს 12 წლიანი სწავლების სტაჟი უმაღლესი განათლების სფეროში, აქვს ინფორმატიკის მიმართულებით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების/განვითარების მრავალწლიანი გამოცდილება. 2020 წლიდან არის ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნო­ლოგიების უმაღ­ლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი. წლების განმავლობაში თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და ტრენინგ ცენტრებთან.

ის 2007 წლიდან მუშაობდა პროგრამისტად, დეველოპერად, პროექტის ხელმძღვანელად, freelancer-ად, აქვს 14 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა პროგრამული/ვებ აპლი­კაციების აგება/შემუ­შავება/და­ნერ­გვის პროცესში, მისი ხელმძღვანელობით ან უშუალო მონაწილეობით აგებულია და დანერგილია სხვადასხვა ავტომატიზირებული მართვის სისტემები მომსახურების/განათლების/ადამია­ნური რესურსების მართვის სფეორში. ის ახლაც სამეცნიერო/სასწავლო საქმიანობის პარალე­ლურად აქტიურად ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას საინფორმაციო სისტემების შემუშავების პროცესში.

ის არის ინფორმატიკის სფეროში რამოდენიმე წიგნის ავტორი. მათ შორის „HTML5 & CSS3“, “ვებ დაპროგრამება PHP”, “ამოცანათა კრებული C++-ში“ და სხვა.

აქვს გამოქვეყნებული  15-მდე სტატია მათემატიკური მოდელირების, რიცხვითი მეთო­დები, გამოთ­ვლითი მათემატიკის მიმართულებით. მოპოვებული აქვს შოთა რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებული გრანტი დოქტორანტებისთვის 2016 წელს, ასევე მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ გრანტებში. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციებზე. თანამშრომბლობს რამოდენიმე სამეც­ნიერო ჟურნალათან როგორც სამეცნიერო სტატიების რეცენზენტი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა