GAU რიცხვებში

GAU რიცხვებში

აქტიური სტუდენტები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) 2005 წლიდან ემსახურება განათლების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, კონკურენტუნარიანი პროფესიონალებისა და წარმატებული პიროვნებების ჩამოყალიბებას.

2020-2021 სასწავლო წლის მონაცემებით, აქტიური სტუდენტების რაოდენობა შეადგენს 1,527 სტუდენტს.

ქვემოთ მოცემულ გრაფიკებზე შეგიძლიათ იხილოთ სტუდენტების რაოდენობა მიმართულებების და საფეხურების მიხედვით.


სტუდენტები პროგრამების მიხედვით

სტუდენტები საფეხურების მიხედვით

კურსდამთავრებულები

დაფუძნებიდან დღემდე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა 2,482-მა სტუდენტმა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არის დასაქმებული (92%-ზე მეტი).

ქვემოთ მოცემულ გრაფიკებზე შეგიძლიათ იხილოთ კურსდამთავრებულთა რაოდენობა მიმართულებების და საფეხურების მიხედვით.


კურსდამთავრებულები პროგრამების მიხედვით

კურსდამთავრებულები საფეხურების მიხედვით

დასაქმების მაჩვენებელი

GAU-ში სტუდენტების დასაქმებას და მათ კარიერულ წინსვლას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულია კურსდამთავრებულთა 92%-ზე მეტი, ხოლო მე-3 და მე-4 კურსელების 50%-ზე მეტი. ამ მაჩვენებელს არსებითად განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ თითოეული ფაკულტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს დამსაქმებლებთან, პროგრამები და სწავლების მეთოდიკა სრულ თანხვედრაშია შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. მოქმედებს დასაქმების ცენტრი, რომელიც დამსაქმებლებისა და GAU-ს სტუდენტების/კანდიდატების დამაკავშირებელი ერთგვარი ჰაბია, მუდმივად უზრუნველყოფს ბაზარზე არსებული სტაჟირების პროგრამებისა და ვაკანსიების შესახებ სტუდენტების ინფორმირებას, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მართავს გადამზადების ტრენინგებსა და დასაქმების ფორუმებს. 

GAU მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებს სამუშაოს მორგებულ სალექციო გრაფიკს სთავაზობს. ასევე, პარალელურად სტუდენტებს სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობა GAU-ს სხვადასხვა სტრუქტურაში ეძლევათ.

GAU-სა და OECD-ს მაჩვენებლების შედარება

Student Per Lecturer Ratio არის მნიშვნელოვანი ინდიკატორი უნივერსიტეტების მსოფილიო რეიტინგების შედგენისას. გვიჩვენებს, იმას თუ საშუალოდ რამდენი სტუდენტი მოდის ერთ ლექტორზე. ანუ როგორ ნაწილდება ლექტორების დრო სტუდენტებზე და სწავლებისას საშუალოდ რა დროს ხარჯავს ლექტორი ერთ სტუდენტზე. ამ ინდიკატორის მისაღებად უნივერსიტეტში სტუდენტების რაოდენობა უნდა შევაფარდოთ ლექტორების რაოდენობასთან.

GAU-ში ეს მაჩვენებელი არის 8, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ ერთ ლექტორზე მოდის 12 სტუდენტამდე. ეს მაჩვენებელი რაც უფრო მეტია, მით უფრო ნაკლებია ერთ სტუდენტზე სწავლებისას დათმობილი დრო. შესაბამისად რაც უფრო ნაკლებია ეს მაჩვენებელი პირიქით, მით მეტი დრო რჩება ერთ სტუდენტს ლექტორთან საურთიერთობოდ.

ეს მაჩვენებელი OECD-ის ქვეყნების უნივერსიტეტების შემთხვევაში შეადგენს 13-ს. საქართველოს უნივერსიტეტებისათვის კი საშუალო მაჩვენებელია 16. რაც იმას ნიშნავს რომ, ამ მაჩვენებელის მიხედვით GAU სრულიად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

GAU-ს აკადემიური პროცესის ცენტრალური ფაქტორი იყო და არის „პატარა ჯგუფების“ (Small Clasess) პრინციპი.

*წყარო: OECD. იხილეთ დანართი 3; საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.