GAU-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად საჭირო საქმიანობებს, რაც თავის მხრივ მრავალ მიმართულებასა და ფუნქციას მოიცავს. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი მიმართულებებია:
- საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან უნივერსიტეტის ინტეგრაცია;
- ბოლონიის პროცესის პრინციპების განხორციელება;
- უნივერსიტეტის ფარგლებში სტუდენტთა უფლებების დაცვისა და სასწავლო პროცესში მათი ინტერესების გათვალისწინების მიზნით უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
- ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად საქართველოში და საზღვარგარეთ არსებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა.
გაეცანი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას
