ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს გაცვლით პროგრამაზე, სიას უნივერსიტეტში, ჩინეთი. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ კანდიდატს დაუფინანსდება სიას უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის; სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის; ინფორმატიკისა და ინჟინერიის და ჰუმანიტარულმეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლების საბაკალავრო პროგრამის, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე სემესტრის, ასევე სამაგისტრო პროგრამის პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხესემესტრის სტუდენტებს
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან ჩინური ენის B2 დონეზე ცოდნა
მიმღები უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:
- უფასო საცხოვრებელს ერთი კვირის განმავლობაში
- უფასო ტრასფერებს აეროპორტი-უნივერსიტეტი-აეროპორტი
- შიდა გადაადგილებას
- შერჩეულმა სტუდენტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის, ფრენის და კვებისხარჯები
- სურვილის შემთხვევაში მოეწყობა კულტურული მოგზაურობები, რომლებიც იქნებათვითდაფინანსებადი
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ენის სერტიფიკატი ან შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელიდოკუმენტი უნივერსიტეტისგან
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
- გასაუბრება/კანდიდატურის შერჩევა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
პროგრამის ხანგრძლივობა:
- 2026 წლის 25-30 მაისი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 19 თებერვლის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციოდოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: Sias University, Summer Camp
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge