დღევანდელ ტექნოლოგიურ ბიზნეს გარემოში, რომელიც ხასიათდება სწრაფი ცვლილებებით, მაღალი კონკურენციითა და ინტენსიური ინოვაციურობით, კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს ისეთი პროცესები, როგორიცაა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება და ციფრული ტრანსფორმაცია. აღნიშნული ტრენდები ორგანიზაციებს აიძულებს გადახედონ არსებულ სტრატეგიებს, ოპერაციულ პროცესებსა და ბიზნეს მოდელებს, რაც ნათლად აჩვენებს, რომ მხოლოდ ტექნოლოგიის ფლობა აღარ არის საკმარისი. აუცილებელია მისი სწორი დაგეგმვა, ბიზნეს მიზნებთან დაკავშირება და ცვლილებების ეფექტიანი მართვა. შესაბამისად, ბაზარზე იზრდება მოთხოვნა ისეთ სპეციალისტებზე, რომლებიც ერთდროულად ფლობენ ტექნოლოგიურ ცოდნასა და მენეჯერულ უნარებს, შეუძლიათ სტრატეგიული აზროვნება და აქვთ გრძელვადიანი განვითარების ხედვა.
სწორედ ასეთ სპეციალისტთა მომზადებაზეა ორიენტირებული GAU-ს სამაგისტრო პროგრამა „აიტი მმართველობა და სტრატეგია“, რომელიც შემუშავებულია წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტების გამოცდილებისა და თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკის გათვალისწინებით. პროგრამის მიზანია, მოამზადოს თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტირებული, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სპეციალისტი, რომელიც:
აღნიშნული ცოდნის, უნარებისა და პასუხისმგებლობების განვითარება უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის კონკურენტუნარიანობას შრომით ბაზარზე, შესაბამისად ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის მაგისტრი შეიძლება დასაქმდეს შემდეგ პოზიციებზე:
პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში: IT მმართველობა და სტრატეგია.
კვალიფიკაციის მისაღებად, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტმა უნდა დააგროვოს - 120 კრედიტი, რომელიც შეადგენს პროგრამაში შემავალი ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კომპონენტებისა და თავისუფალი კრედიტების ჯამს.
სასწავლო კომპონენტები წარმოდგენილია 120 კრედიტის მოცულობით, მათ შორის:
წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.
პროგრამა ითვალისწინებს 12 თავისუფალ კრედიტს, რომლის დაგროვებაც არჩევითი კურსებისთვის განკუთვნილი კრედიტების ფარგლებში, სტუდენტს შეუძლია როგორც წინამდებარე პროგრამის ფარგლებში, ისე ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა იხილეთ მიმაგრებულ ფაილში: IT მმართველობისა და სტრატეგიის სამაგისტრო პროგრამა.
სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კომპონენტში კრედიტების მიღება/დაგროვება სწავლების პროცესში აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს და შეძენილი ცოდნის უწყვეტი შეფასების პრინციპს ეფუძნება. სწავლის შედეგების მიღწევის დონე ფასდება „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის№3 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების სისტემის თანახმად.
სწავლის შედეგების მიღწევის დონის შეფასება მოიცავს შეფასების ფორმებს - შუალედურ და დასკვნით შეფასებას, რომელთა ჯამი წარმოადგენს საბოლოო შეფასებას 100 ქულას.
შეფასების ფორმები მოიცავს შეფასების კომპონენტს/კომპონენტებს, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის ცოდნა/გაცნობიერების ან/და უნარის ან/და ავტონომიურობა/პასუხისმგებლობის შეფასების ხერხს (ზეპირი/წერითი გამოცდა, ზეპირი/წერითი გამოკითხვა, პრაქტიკული/თეორიული სამუშაო, საშინაო დავალება და სხვა.). შეფასების კომპონენტები აერთიანებს შეფასების მეთოდებს (ტესტი, პრეზენტაცია და სხვა). შეფასების მეთოდი იზომება შეფასების კრიტერიუმებით.
შეფასების თითოეულ ფორმას და კომპონენტს შეფასების საერთო ქულიდან (100) განსაზღვრული აქვს ხვედრითი წილი, რაც აისახება კონკრეტულ სილაბუსში.
შეფასების თითოეულ ფორმას აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - შუალედური შეფასებისთვის მინიმუმ 25 ქულა, დასკვნითი შეფასებისთვის მინიმუმ 16 ქულა.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეიძლება დადგინდეს შეფასების კომპონენტის/კომპონენტებისთვისაც, რაც დაწვრილებით გაიწერება სასწავლო კურსის სილაბუსით.
დაუშვებელია კრედიტის მინიჭება შეფასების მხოლოდ ერთი ფორმის გამოყენებით. სტუდენტს კრედიტი ენიჭება დადებითი შეფასების მინიჭების შემთხვევაში.
შეფასების სისტემა უშვებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა (GPA).
კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.
სამაგისტრო პროგრამაზე “ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობა და სტრატეგია” სწავლის წლიური საფასურია 4,000* ლარი. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი ოდენობით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.
უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.
სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.
* არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება შესაბამის ან მონათესავე (ინჟინერია, ბიზნესის ადმინისტრირება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) დარგში და სურთ გაიღრმავონ ცოდნა ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის მიმართულებით.
შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს:
უცხო ქვეყნის მოქალაქეები პროგრამაზე მიიღებიან საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
* საგამოცდო საკითხები სპეციალობაში წინასწარ განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული.