ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის კორპუსში ბიბლიოთეკარებისთვის სპეციალური ტრენინგი გაიმართა, რომელიც სამეცნიერო რესურსებთან მუშაობის თანამედროვე მეთოდებს შეეხებოდა. (5.02.26)
ტრენინგი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავდა: სამეცნიერო ბაზების ეფექტიანი გამოყენება და პრიორიტეტები, ასევე ღია წვდომის სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობები.
ღონისძიებას საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის ლიცენზირების კოორდინატორი, მარიკა ჯორჯოლიანი უძღვებოდა.
ტრენინგის მიზანი იყო ბიბლიოთეკარების კვალიფიკაციის ამაღლება და სამეცნიერო ინფორმაციასთან მუშაობის უახლესი სტანდარტების დანერგვა.